სარჩევი

მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სიმპოზიუმი 15-21 თებერვალს

 


სიქა გიწვევთ GTA-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სიმპოზიუმზე 2021 წლის 15-21 თებერვალს.
სახელმძღვანელო მითითებები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.
ნაბიჯი 1. აირჩიეთ სიმპოზიუმის კატეგორია, რომლის ფარგლებშიც თქვენი მოსწავლეები ან მასწავლებლები წარადგენენ პროექტს (მეცნიერება / ტექნოლოგია / ინოვაცია)
ნაბიჯი.
2. გამოგვიგზავნეთ თქვენი პროექტის სახელწოდება, სკოლის დასახელება, ქალაქი / სოფელი, ქვეყანა, თქვენი სახელი, გუნდის წევრების სახელები და მასწავლებლის სახელი და ფოტოები ჩვენს ოფიციალურ ელ-ფოსტაზე: globaltraineracademy@gmail.com ან ოფიციალურ Whatsapp-ზე +966590024562.
ჩვენ გამოვაცხადებთ თქვენს ნომინაციას და თქვენი ნომინაციის ბარათები გამოქვეყნდება ტრენერების გლობალური აკადემიის ვებ-გვერდზე
https://www.facebook.com/Globaltraineracademy
3.თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ სიმპოზიუმის პროექტების იდეების ჩვენს ყოველკვირეულ ფორუმზე (ყოველ შაბათს, 15 თებერვლამდე, დისკუსიისა და GTA-ის სიმპოზიუმის შემფასებლების სახელმძღვანელო მითითებებისთვის).
4. მოამზადეთ თქვენი პროექტის აღწერა (საბაზისო გეგმა) power point-ის ან ვიდეოს სახით და გამოაგზავნეთ 10 თებერვლამდე. თქვენ შეგიძლიათ სხვა ფორმატში გამოგზავნაც. Pdf ფორმატი, ასევე, მისაღებია. გაუგზავნეთ თქვენი ქვეყნის წარმომადგენელს ან ელ-ფოსტაზე to globaltraineracademy@gmail.com
5. თქვენი მომზადებული ვიდეო ან პრეზენტაცია ატვირთეთ GTA-ის სიმპოზიუმის Facebook-ის ჯგუფში:
პროექტების შეფასების კრიტერიუმები:
ჩვენი რეკომენდაციები GTA-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრების საბაზისო პოლიტიკის რეგულაციებთან მიმართებაში:
1. მოსწავლეების შეჯიბრი 15-დან 21 თებერვლამდე.
2. მოსწავლეთა შედეგების შეჯამება 22-დან 24 თებერვლამდე.
3. მასწავლებლების შეჯიბრი 25 და 26 თებერვალს.
4. ორივე კატეგორიის შედეგების გამოცხადება 28 თებერვალს.
5. შეჯიბრი ჩატარდება შემდეგი კატეგორიებისთვის:
ა. სამეცნიერო პროექტები
ბ. ტექნოლოგია
გ. ინოვაციები
ჯილდო გადაეცემა თითოეული კატეგორიისთვის ცალ-ცალკე, ქვეყნის მიხედვით, გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
6. მოსწავლეები და მასწავლებლები მათ პროექტებს გააგზავნიან ვიდეო პრეზენტაციის სახით.
7. პროექტის პრეზენტაციის გაგზავნის დედლაინია 10 თებერვალი.
8. ვიდეო პრეზენტაციის ხანგრძლივობა უნდა იყოს 5-დან 10 წუთამდე.
9. საერთაშორისო ჟიურის ექნება 5-წუთიანი კითხვებისა და პასუხების სესია თითოეული ინდივიდუალური/გუნდური კანდიდატისთვის, პროექტის თემატიკასთან დაკავშირებით.
10. პროექტი შეიძლება წარადგინოს ინდივიდუალურმა კანდიდატმა ან 2-დან 4 წევრამდე გუნდმა.
11. ერთი კანდიდატი შეიძლება მონაწილეობდეს როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ პროექტში, მაგრამ განსხვავებული თემით.
12. კითხვების და პასუხების სესიაში შეფასდება თავდაჯერებულობა/კომუნიკაცია/თემასთან დაკავშირებული ცოდნა.
13. ქულები დაიწერება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა. თავდაჯერებულობა - 15 ქულა
ბ. კომუნიკაცია - 15 ქულა
გ. თემასთან დაკავშირებული ცოდნა - 30 ქულა
დ. პრეზენტაცია - 40 ქულა
14. მესენჯერში შეიქმნება შესაბამისი ჯგუფი ვიდეო პრეზენტაციებისთვის და თითოეულ კანდიდატს ან გუნდს გაეგზავნება შემდეგი დეტალები
ა. ვიდეო პრეზენტაცია
ბ. კანდიდატების სახელები/გვარები
გ. კლასი/ნიშანი/სტანდარტი
დ. პროექტის ტიპი მკაფიოდ უნდა იყოს ნახსენები, მ.შ. ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა (მეცნიერება), ტექნოლოგიები, ინოვაცია და სხვ.
15. ჯგუფის ლიდერს არ გაეგზავნება კომენტარები ვიდეო პრეზენტაციების და დეტალებისთვის.
16. საერთაშორისო სამეცნიერო ლიდერები შეამოწმებენ და ქულას დაუწერენ თითოეულ ვიდეო პრეზენტაციას, მათი სპეციალობის მიხედვით და გააგზავნიან შედეგებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით
GTA-ის მენეჯმენტს.