სარჩევი

ორეტაპიანი ტრენინგი STEAM ტრენერების მოსამზადებლად

სიქას სოციალური საწარმო რობოლაბი გიწვევთ ორეტაპიან ტრენინგზე STEAM ტრენერების მოსამზადებლად.

ტრენინგი დაფინანასებულია ევროპის ფონდის მიერ და ითვალისწინებს ოთხდღიანი ტრენინგების მეშვეობით ტრენერების მომზადებას/გადამზადებას. ტრენერები შეისწავლიან ლეგო Education, M-bot რობოტებს, არდუინოს, LEGO mindstorm ინსტრუმენტებს. სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მართვის დეტალებს. გაეცნობიან ტექნოლოგიების მეშვეობით არაფორმალურ გარემოში სასწავლო პროცესისა და შეჯიბრების ორგანიზება-ჩატარების ელემენტებს. კურსის გავლის შემდეგ სიქას რობოლაბი წარმატებულ მონაწილეებს შესთავაზებს რუსთავისა და თბილისის კლუბებში, ასევე საზაფხულო და შაბათ-კვირის მინი-ბანაკებში დასაქმებას.
პირველი ეტაპი ჩატარდება 23-26 ივლისს თბილისში, ხოლო მეორე ეტაპი სექტემბრის დასაწყისში. ტრენერის მოსამზადებელი ტრენინგი დაფინანსებულია ევროპის ფონდის მიერ.
მონაწილეობა შეუძლია 18 წლის წლის ზევით ადამიანს (ლიდერს, მასწავლებელს, ტრენერს, ახალგაზრდულ მუშაკს, სხვადასხვა სფეროში პროფესიონალს).
მონაწილეობის მსურველმა მოტივაციის წერილი და CV უნდა გამოგზავნოს ელ ფოსტაზე siqa.office@gmail.com
20 ივლისის ჩათვლით.
ადგილები შეზღუდულია. კანდიდატებს შესარჩევად ჩაუტარდებათ გასაუბრება.