სარჩევი

მედიაწიგნიერების ფორუმი

26-27 ოქტომბერს მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების მე-11 გლობალური კვირეულის ფარგლებში მასპინძლობს ყოველწლიურ მედიაწიგნიერების ფორუმს.

ღონისძიება ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.

ღონისძიება მედია და ინფორმაციული წიგნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს შემდეგ თემატურ ვორკშოპებს:

გემიფიკაცია – „ცეცხლთან ცეცხლით ბრძოლა: როგორ გავხდეთ ბოროტი გენიოსი და ვმართოთ მსოფლიო", ლიზა პოოტი, The Bad News Game https://bit.ly/3z32d55

გეოლოკაცია – „როგორ ვიმოგზაუროთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გეოლოკაციის გამოყენებით”, მაიკო რატიანი, მითების დეტექტორი/MDF; მანანა თევზაძე, საქართველოს ლურჯი ფარი https://bit.ly/3CUnv5V

ნარატივდიზაინი – „როგორ შევქმნათ ჩეტბოტები”, სანდრო ასათიანი და მენტორი თამთა პაპუკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი https://bit.ly/3eKqHcB

კოდინგი – „რა არის კოდინგი და როგორ შევძლოთ კომპიუტერულ კოდთან მუშაობა”, სანდრო ასათიანი და გიორგი კვარაცხელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი https://bit.ly/3scBGOO

თემატური ვორკშოპების გარდა ფორუმი ტრადიციულად MIL თამაშების ბაზრობასაც უმასპინძლებს და მონაწილეები გაეცნობიან MDF-ის ახალ თამაშს „კიბერხოკერა“.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება MDF-ის ახალი კვლევა, რომელიც საქართველოში მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის გავლენას სწავლობს.

ღონისძიებაზე მედიაწიგნიერების პროექტის ფარგლებში მომზადებული კლიპების პრეზენტაციაც გაიმართება, რომელთაგან ერთ-ერთი #GlobalFact9-ის ნომინაციის „ყველაზე კრეატიული ფორმატი“ გამარჯვებულია.

ფორუმი 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერ ახალგაზრდას და „მითების დეტექტორის” წლის საუკეთესო პუბლიკაციებს გამოავლენს.

მედიაწიგნიერების ფორუმს მედიის განვითარების ფონდი 2019 წლიდან საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით პროექტის „ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლობიანი მედია მოხმარებისთვის“ ფარგლებში მართავს.

დამატებითი ინფორმაციისთვის: https://bit.ly/3Dh7Krp