🚀 27 თებერვლიდან ფაბლაბ ილიაუნი საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან თანამშრომლობით იწყებს უფასო კურსს „თამაშების შექმნის საწყისები“ – ონლაინკურსი უფროსკლასელებისთვის
⏹ კურსის მონაწილეები იმუშავებენ Unreal Engine 4-ის ძრავაში, შეძლებენ მისი ვიზუალური სკრიპტინგის ინსტრუმენტების ათვისებას, შეისწავლიან ძრავასთან მუშაობის საბაზისო ფუნქციებს და პროგრამირების საწყისებს, ასევე შეისწავლიან თამაშების შექმნის პროცესის ეტაპებს თამაშების დაგეგმვიდან მათ გამოქვეყნებამდე.
► ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
⏹ კურსი განკუთვნილია IX-XII კლასების მოტივირებული მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან, რომელთაც აინტერესებთ თამაშების შექმნის ინდუსტრია.
💻 წინაპირობა: ლეპტოპი ან კომპიუტერი, რომლითაც შესაძლებელია ძრავის ეფექტურად გამოყენება. ტექნიკური მახასიათებლები იხილეთ აქ:
▶OS: Windows 7/8/10 64-bit or Mac OSX Sierra
▶CPU: Quad-core Intel or AMD processor. 2.5 GHz or faster
▶RAM: 8 GB
▶GPU: NVIDIA GeForce 470 GTX or AMD Radeon 6870 HD series card or higher
▶Video Card/DirectX Version: DirectX 11 or Directx 12 compatible graphics card
▶For storage purposes, fast SSDs are good
► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?
▶პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2021 წლის 21 თებერვლისა.
📋სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/j9hwRFy1Zkq3Vq5M9
ტრენინგების ჩატარების დრო:
📆 შაბათი– 14:00 საათი
📆 ოთხშაბათი–17:00 საათი
⏺ Სულ ჩატარდება 16 , თითო 1,5-2 საათის ხანგრძლივობის შეხვედრა.
⏺ კურსის ხელმძღვანელი: გიორგი შელეგია, საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი
⏺ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2021 წლის 25 თებერვლისა.
საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი / Young Scientist Club of Georgia
School of Technology • Ilia State University
Fablab Iliauni • ფაბლაბ ილიაუნი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: fablabtraining@iliauni.edu.ge
#edtechiliauni
#iliauni