🚀 24 თებერვლიდან ფაბლაბ ილიაუნი იწყებს კურსს ელექტრონიკის საწყისები უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, მიიღონ საბაზისო ცოდნა ელექტრონიკაში, რაც მომავალში მიკროკონტროლერების გამოყენებით პროექტების შესრულებისთვის გამოადგებათ.
📅 პროექტი გაგრძელდება 12 კვირის განმავლობაში. მონაწილეები შეისწავლიან:
▶ ანალოგური და ციფრული ელექტრონიკის საწყისებს;
▶ ძირითადი ელექტრონული კომპონენტების მუშაობის პრინციპებს;
▶ ელექტრონულ სქემებში მიმდინარე ფიზიკურ მოვლენებსა და კანონებს;
▶ელექტრონული კომპონენტების შეერთების ტიპებს;
▶ ელექტრონული წრედების ლოგიკურ ელემენტებს.
⏺ სწავლების პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც სრულდება ვირტუალურად TinkerCad გარემოში.
► ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
⏹ კურსი განკუთვნილია IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?
⏹ პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2021 წლის 20 თებერვლისა.
► სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/WZsLkqfUqfjM53sE8
📆 კურსის ჩატარების დრო: 24 თებერვალი, ოთხშაბათი,18:00 საათი
⏱ შეხვედრის ხანგრძლივობა: 1, 5 საათი
🔗დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ვმულზ: https://bit.ly/2LL5noP
#edtechiliauni
#iliauni