სარჩევი

Tech-განმანათლებელი



🚀12 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული TECH - განმანათლებელი: სასკოლო აქტივობების კონკურსის Live-საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

👉 შეხვედრაზე პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ექნებათ შესაძლებლობა ორგანიზატორებს დაუსვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები მონაწილეობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე (აპლიკაციის შევსებასთან, შესარჩევი დავალების შესრულებასთან დაკავშირებით).  ასევე ნაჩვენები იქნება შესარჩევი დავალების ნიმუშები.

🔴 Live-საინფორმაციო შეხვედრას ჩაატარებს კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სანდრო ასათიანი.

🎥 საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება პლატფორმა ზუმის საშუალებით 

📋 შეხვედრაზე დასასწრებად უნდა შეავსოთ ონლაინსარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 12 თებერვლის 12:00 საათისა. 

🔗 Live-საინფორმაციო შეხვედრაზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3p7pKu3

რეგისტრირებულ მონაწილეებს ელექტრონულ ფოსტაზე გავუგზავნით შეხვედრის ბმულს.

🔗 კონკურსის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3bNFvmV

🔗 ვრცლად შეხვედრის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3tDHQY1 

📆 დრო: 12 თებერვალი 16:00 საათი 

#edtechiliauni
#iliauni