რუსთავში, ახალგაზრდობის სააგენტოს მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის დაფინანსებული პროექტი, „სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული ქართული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის“, დაიწყო.
პროექტის მიზანია რუსთავის მუნიციპალიტეტის 14-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებისთვის STEAM-თან ინტეგრირებული სოციალური მეწარმეობის მდგრადი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების გზით საკვანძო კომპეტენციების განვითარებას. პროექტს არაკომერციული ორგანიზაცია
SIQA
ახორციელებს.2020 წლის 19 ოქტომბერს, პროექტის გახსნაზე წარმოდგენილი იყო რობოტიქსისა და სოციალური მეწარმეობის პროგრამების შესაძლებლობები და გამოცდილება საქართველოსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემაში.
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ტაბაღუა და პრესის წარმომადგენლები. მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე წინა წლების Diamond Challenge პროგრამის წარმომადგენლები პრეზენტაციაზე ონალინ ზუმ პლატფორმის მეშვეობით ესწრებოდნენ.
მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს, ახალგაზრდული ორგანიზაციების, როგორც ახალგაზრდული სფეროს მთავარი მდგენელების გაძლიერებას, ისინი კი თავის მხრივ, უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების გზით საკვანძო კომპეტენციების ზრდას.
პროექტის შინაარსობრივი მხარდამჭერია ამერიკის დელავერის შტატის უნივერსიტეტის პროგრამა "ბრილიანტის გამოწვევა", რომელში ჩართვაც პროექტის მონაწილე მოსწავლეებს შეეძლებათ.