სოციალური მეწარმეობა

რა არის სოციალური საწარმო

სოციალური საწარმო გახლავთ ბიზნეს პრინციპებით მოქმედი საწარმო, რომელსაც გააჩნია სოციალური მისია. ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელიც იყენებს ბიზნესის მიდგომებს საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად. განსხვავებით ჩვეულებრივი, მხოლოდ მოგებზე ორიენტირებული საწარმოსაგან განსხვავებით, სოციალურ საწარმოს აქვს ორმაგი მიზანი: ეკონომიკური და სოციალური. აქედან უმთავრესი სოციალურია. ეკონომიკური მიზანი გახლავთ მხოლოდ საშუალება მეორე უფრო მნიშვნელოვანი – სოციალური მიზნის მისაღწევად. აქედან გამომდინარე, სოციალური საწარმოს მოგება არ იზომება მხოლოდ ფინანსური წარმატებით. გაცილებით მნიშვნელოვანია მისი წვლილი იმ სოციალური პრობლემის მოგვარებაში, რისთვისაც იგი შეიქმნა. ხაზგასასმელია ასევე ერთი მნიშვნლელოვანი დეტალი, რაც სოციალურ საწარმოს ბიზნესისაგან განასხვავებს. ეს არის ხმის უფლება, რომელიც დამოკიდებული არ არის კაპიტალის ფლობაზე. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ გადაწყვეტილების მიღებისას სოციალური საწარმოს თითოეულ წევრს თანაბარი ხმის უფლება გააჩნია, მიუხედავად მათი წილობრივი სხვაობისა. მისი მასშტაბი შეიძლება მერყეობდეს სოფლის თემის მაღაზიიდან დიდ სამშენებლო ფირმებამდე, მაგრამ მასშტაბის მიუხედავად, მთავარია ის, რომ სოციალური საწარმო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სოციალური პასუხისმგებლობისა და ფინანსური წარმატების შერწყმა. სოც.მეწარმეები კერძო სექტორში ამკვიდრებენ ეთიკურ სტანდარტებს, ხოლო საზოგადოებრივ სექტორს ახალ გამოწვევებს უსახავენ ინოვაციური ბიზნეს მიდგომებით საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტაში.


ვინ არიან სოციალური მეწარმეები

სოციალური მეწარმეები არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავზე იღებენ სამეწარმეო საქმიანობის გარკვეულ რისკს საზოგადოების სასარგებლოდ. მათ სურთ ინოვაციური მიდგომებით გადაწყვიტონ ურთულესი სოციალური პრობლემები. მათთვის დამახასითებელია ლიდერობა და უნარი, რომ მიზნის მისაღწევად აიყოლიონ თანამოზარეები. პრობლემების გადაწყვეტისას ისინი იშველიებენ ბიზნეს მიდგომებს და აქედან აკუმულირებულ სახსრებს მიმართავენ სოციალური მიზნებზე. თავიანთ თავში ისინი აერთიანებენ, როგორც საზოგადოებრივად მოაზროვნე ადამიანის ხედვას, ასევე მათ გააჩნიათ ბიზნესის კეთების ცოდნა და უნარები. მათი იდეებისათვის დამახასიათებელია ეთიკურობა, ინოვაციურობა, სითამამე.

გვერდიდან: http://segeorgia.org/


***

საინტერესოა

ყველა დროს 10 საუკეთესო სოციალური მეწარმე