

სოციალური ინოვაციების პლატფორმა აცხადებს სოციალური ინოვაციების კონკურსს.

კონკურსის მიზანია ინოვაციური იდეებისა და სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა, თავიანთი ინიციატივების განხორციელებისა და განვითარების კუთხით.

იდეები დაკავშირებული უნდა იყოს სოციალურ საკითხებთან, იყოს მდგრადი და გავლენა ჰქონდეს სოციალური პრობლემების გადაჭრაზე.

კონკურსი ღიაა 21-დან 35-წლამდე ახალგაზრდებისათვის.

კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:

განათლება;

სიღარიბის დაძლევა;

ადგილობრივი თემის გაძლიერება;

გარემოსდაცვა;

საკონკურსო იდეების წარდგენის ბოლო ვადაა: 2020 წლის 15 დეკემბერი.