ჰაკათონების მეორე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

სიქა აცხადებს რუსთავის სკოლების მოსწავლეთა გუნდების რეგისტრაციას პროექტში "სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული ქართული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის" მეორე ნაკადზე.

გუნდში უნდა იყოს 3 მოსწავლე (14-18 წლის, აუცილებლად ორივე სქესის წარმომადგენელი) და ახალგაზრდა მასწავლებელი ან ლიდერი (29 წლის ჩათვლით). 

იხილეთ სარეგისტრაციო ბმულიhttps://forms.gle/jRECppdfVPhHriSs9
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მილიონიანი ფონდის ფარგლებში. 

პროექტის მიზანი: რუსთავში მცხოვრებ უფროსკლასელ მოსწავლეებს შეექმნებათ შესაძლებლობა მიიღონ არაფორმალური განათლება სოციალური მეწარმეობის, ტექნოლოგიური და STEAM მიმართულებით. 

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ქ. რუსთავის სკოლების 14-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეების გუნდებს. 

მოსწავლეები ნოემბერსა და დეკემბერში 2 შაბათ-კვირას  მთელი დღის განმავლობაში გაივლიან მომზადებას სოციალურ მეწარმეობასა და რობოტიკსში. 
ჰაკათონის ფორმატის ღონისძიება მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გუნდურად იმუშაონ, შექმნან პროგრამა, აამოქმედონ რობოტები, იფიქრონ პრობლემურ საკითხებზე;

შექმნან და წარდგინონ სოციალური საწარმოს მოდელები. 
წარმატებულ გუნდებს გაეწევათ რეკომენდაცია საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. 

ერთი სკოლიდან რამდენიმე გუნდის წარმოდგენის შემთხვევაში შერჩევისას ყურადღება მიექცევა გუნდის მოტივაციას. 

შინაარსობრივი მხარდაჭერა - ამერიკის შეერთებული შტატების დელავერის უნივერსიტეტი.

საკონტაქტო ინფორმაცია: 
599556234 პავლე თვალიაშვილი - პროექტის დირექტორი
599 232 737 ანა მელაშვილი - პროექტის კოორდინატორი