ქალაქის ახალგაზრდები კოვიდის საპასუხოდ


შეხვედრა წარიმართება ქართულ ენაზე
ინგლისური სინქრონული თარგმანით
რა ხდება, როცა ახალგაზრდების მშობლიურ ქალაქში შენარჩუნებისთვის ქალაქის გრძელვადიან პრიორიტეტად განათლება და ეკონომიკური წინსვლა იქცევა?
როგორი შეიძლება იყოს 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამისი სამეწარმეო განათლების მოდელი სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის ადგილობრივ დონეზე, და არა დედაქალაქში?
რა როლი ენიჭება თანამშრომლობის ახალ ფორმებს ადგილობრივ დონეზე სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო და აკადემიურ წრეებს შორის?
რა როლს ასრულებს ტექნოლოგიები, ინოვაცია და აკადემიური განათლება ადგილობრივ დონეზე სამეწარმეო ეკოსისტემის ჩამოყალიბებისთვის?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად რუსთავის მერიისა და ინოვაციების ჰაბის, და პარტნიორთა ფართო ჯგუფის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, 2019-2020 წელს რამდენიმე საცდელი პროექტი განხორციელდა.
პანდემიის კონტექსტში მიღებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, რუსთავის საჯარო სკოლები, პროფესიული განათლების ცენტრი, პედაგოგები და მოსწავლეები, რუსთავის მერია და ინოვაციების ჰაბი, მომავლის ლაბორატორია, ორგანიზაცია ,,ორბელიანი", ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, და გაეროს განვითარების პროგრამა გიწვევთ, ონლაინ შეხვედრაზე 21 იანვარს 14:00-16:00 სთ.