უფროსკლასელებისთვის დაფინანსებული კურსი

 


🚀 24 თებერვლიდან ფაბლაბ ილიაუნი იწყებს კურსს ელექტრონიკის საწყისები უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, მიიღონ საბაზისო ცოდნა ელექტრონიკაში, რაც მომავალში  მიკროკონტროლერების გამოყენებით პროექტების შესრულებისთვის გამოადგებათ.


 📅 პროექტი გაგრძელდება 12 კვირის განმავლობაში. მონაწილეები შეისწავლიან:


▶ ანალოგური და ციფრული ელექტრონიკის საწყისებს;


▶ ძირითადი ელექტრონული კომპონენტების მუშაობის პრინციპებს;


▶ ელექტრონულ  სქემებში მიმდინარე ფიზიკურ მოვლენებსა და კანონებს;


▶ელექტრონული კომპონენტების შეერთების ტიპებს;

▶ ელექტრონული წრედების ლოგიკურ ელემენტებს.


⏺ სწავლების პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც სრულდება ვირტუალურად TinkerCad გარემოში.


► ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

⏹ კურსი განკუთვნილია IX-XII კლასების  მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.


► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

⏹ პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2021 წლის 20 თებერვლისა.


► სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/WZsLkqfUqfjM53sE8


📆 კურსის ჩატარების დრო: 24 თებერვალი, ოთხშაბათი,18:00 საათი


⏱ შეხვედრის ხანგრძლივობა: 1, 5 საათი


🔗დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ვმულზ: https://bit.ly/2LL5noP

#edtechiliauni

#iliauni