სამთვიანი სასწავლო ვიზიტი იტალიაში ▪ STEM Study Visit to Italy


ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC- შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში მეორედ ცხადდება კონკურსი “STEM Study Visit to Italy”.

კანდიდატები უნდა წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს: ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა მეცნიერება, ტექნოლოგიების გადაცემა, ინოვაციების მართვა.

გამარჯვებული ორი კანდიდატი სამთვიან სასწავლო ვიზიტს გაივლის SPICI srl-ის (SPICI srl – Società per l’Innovazione, la Cooperazione e l’Internazionalizzazione) FabriTech განყოფილებაში და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტში https://www.spici.eu

კანდიდატებს შორის საუკეთესო სტარტაპს შეარჩევს სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება თბილისში იტალიის საელჩოს, COTEC-ისა და GITA- წარმომადგენლების მიერ.


რეგისტრაციის ბოლო ვადაა 16 მაისი.

სასწავლო ვიზიტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://bit.ly/3eJARWE


კითხვების შემთხვევაში მიმართეთhttps://www.facebook.com/gitatechpark/