სოციალური საწარმოების სამი მაგალითი ABCO GEORGIA-ს გვერდიდან

 


💡იმისათვის, რომ უფრო ნათლად წარმოვიდგინოთ თუ როგორ მუშაობს სოციალური საწარმოს მოდელი, განვიხილოთ რამდენიმე სტარტაპის მაგალითი:

ქეისი 1️⃣ - პროდუქტის წარმოება: კომპანია „Bangura Bags“

სოციალური საწარმო ევროპელმა ახალგაზრდამ დააფუძნა აფრიკაში, სიერა ლიონეში. ორგანიზაცია აწაროებს ხელნაკეთ ჩანთებს, ასაქმებს ადგილობრივ ღარიბ მოსახლეობას. გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით აფინანსებს ადგილობრივ საავადმყოფოს. საწარმოო პროდუქციის შესაქმნელ მასალად იყენებს მეორად მასალებს, რითაც ატარებს გარემოს დაცვის მისიასაც, გარდა სოციალურისა. აღნიშნული ჩანთები დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში.

ქეისი 2️⃣ - სერვისის წარმოება: კომპანია „Specialisterne“

სოციალური საწარმო ახორციელებს ბიზნეს კონსულტაციებს, კომპიუტერული პროგრამირების განვითარებას და ტესტირებას, აგრეთვე მონაცემთა ბაზების შედგენას. იგი ასაქმებს აუტიზმის სპექტრის მქონე პირებს. კვლევებმა დაადასტრა, რომ აუტიზმის სპექტრის პირებს აქვთ განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციის უნარი მცირე დეტალების მიმართ. ეს მათ ხელს უწყობს სხვბზე უკეთ შეასრულონ რუტინული საქმე. კომპანიამ ეს ერთი შეხედვით ანტაგონისტური აქტივი გამოიყენა, როგორც მისი კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე. მოგება სრულად ხმარდება საერთაშორისო ქსელის განვითარებას. დღესდღეობით, კომპანიას დასაქმებული ჰყავს 1 მილიონზე მეტი აუტიზმის სპექტრის მქონე პირი მსოფლიოს 14 ქვეყანაში.

ქეისი 3️⃣- სათემო სერვისის წარმოება: კომპანია „NextDrop“

სოციალური საწარმო განთავსებულია ინდოეთში, ბანგალორეში. ინდოეთის ბევრ ქალაქს დღემდე აქვს სასმელი წყლის პრობლემა, მოსახლეობას წყალი დღეში 1 საათით მიეწოდება გაურკვეველი გრაფიკით. კომპანიამ მოსახლეობას შესთავაზა შეტყობინებების სერვისი, რა დროს მოვა წყალი და რა ვადით. მისი შემოსავლის წყაროა წყლის გამანაწილებელი კომპანიის მიერ გადახდილი მომსახურების გადასახადი, მოსახლეობის კომუნალური გადასახადიდან.

წყარო: Forbes Georgia

იხილეთ მეტი

#EU4Youth #SEAG #MercyCorps #ABCOGeorgia