აარჩიეთ STEM პოსტერი

 


🚀 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ STEM-პოსტერების კონკურზე, რომელიც ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებისთვის იყო განკუთვნილი, აპლიკაციების მიღება დასრულდა
დღეიდან ჩვენი ფეისფუქ გვერდის მეშვეობით იწყება ხმის მიცემის ეტაპი, რომელიც იმოქმედებს კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენაზე
👉 საბოლოო ღონისძიება გაიმართება 8 ნოემბერს, 17:00 საათზე, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან STEM-ის ძირითად არსს, დაინახავენ აღნიშნული დარგის უპირატესობებს და წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს
⭕ ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, შეირჩევა 10 საუკეთესო პოსტერის ავტორი, რომლებიც 8 ნოემბერს ჟიურის წინაშე წარადგენენ თავიანთ იდეას და გამოვლინდება ორი გამარჯვებული კლუბი.
ხმის მიცემის პირობები:
🔺 საკუთარი ხმის დასაფიქსირებლად საჭიროა უბრალოდ გადმოხვიდეთ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის ფეისბუქ გვერდზე და მოიწონოთ თქვენი რჩეული ნამუშევარი.
🗣 ხალხის რჩეული ნამუშევარი იქნება ის, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ მოწონებას
📍 ხმის მიცემის ბოლო ვადა- 8 ნოემბერი, 12:00 საათი
ვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/2TUn4md