- გრანტი
- გამომცხადებელი: დანიის ლტოლვილთა საბჭო (DRC)
- დაწყების თარიღი: 09.11.2020
- ბოლო ვადა: 17.11.2020
- ბმული: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=282592
ლტოლვილთა დანიის საბჭო (ლდს) იწვევს საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს, ასევე დამწყებ ბიზნესებს და/ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო-ები) საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად.
საგრანტო კონკურსის მონაწილეობის მსურველებს უნდა გააჩნდეთ მკაფიო მიზნები სოციალური საწარმოს დაარსების ან სოციალური მეწარმეობის კონკრეტული მიმართულების განვითარების კუთხით საკუთარი ბიზნესის/საქმიანობის ფარგლებში. აღნიშნული საგრანტო კონკურსი ხორციელდება GIZ-ის მიერ დაფინანსებული პროექტის: სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების ზრდა მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მიზნით ფარგლებში.