STEM პოსტერების კონკურსის გამარჯვებულები



🚀 8 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „STEM პოსტერების კონკურსი“-ს გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბები იღებდნენ მონაწილეობას. კონკურსის ფარგლებში სულ შეირჩა 16 პოსტერი, რომელთა ავტორებმაც საბოლოო ღონისძიებაზე წარადგინეს თავიანთი იდეები.

⭕ კონკურსის შედეგად გამოვლინდა ორი გამარჯვებული კლუბი, რომელთაგანაც ერთი იყო საზოგადოების რჩეული, მეორი კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟიურის მიერ შერჩეული.

ხალხის რჩეული გახდა გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N182 საჯარო სკოლის პოსტერი, ხოლო ჟიურის -გიმნაზია "შავნაბადა''-ს პოსტერი.

გამარჯვებულ კლუბებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან საჩუქრად გადაეცათ 3D პრინტერები, რომლებსაც თავიანთ სამომავლო საქმიანობაში აქტიურად გამოიყენებენ.

👉 აღნიშნული კონკურსი STEM-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იყო ორგანიზებული და მიზნად ისახავდა STEM   დარგის პოპულარიზაციას და მოსწავლეთა დაინტერესებას  ტექნოლოგიური, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მიმართულებებით. 

ვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/2TUn4md

#STEMDay #Iliauni #stemპოსტერები #stemსაერთაშორისოდღე