რუსთავის მე-12 სკოლის გუნდი თურქეთშია მიწვეული

სიქას სოციალური მეწარმეობისა STEAM კომბინირებული ქართული პლატფორმის პროექტის ჰაკათონის ფარგლებში თითოეულ ნაკადში წარმოდგენილი გუნდებიდან რობოტიქსის მიმართულებით გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი მონაწვეულია რობოტიქსის მე-14 საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც გაიმართება 2021 წლის 8-11 აპრილს თურქეთში.

პირველ ჰაკათონზე გაიმარჯვა გუნდმა "Around the robots" რუსთავის მე-12 საჯარო სკოლიდან. არმენმა, ლალიკომ და ქრისტინემ, მათ ახლაგაზრდა ლიდერთან მარიამ მენაბდესთან ერთად პირველად ამ ჰაკათონის განმავლობაში სცადეს პროგრამირება და რობოტის ამოქმედება. სწავლას კონკურსი მოჰყვა. კონკურსს კი გამარჯვება და სიხარული.

პირველ გამარჯვებულ გუნდთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თურქეთის შეჯიბრთან დაკავშირებით. გუნდმა მიიღო საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია. შეჯიბრის ღონისძიების გვერდი http://robot.meb.gov.tr/home

ამ ჰაკათონებში ყველა თავისებურად გამარჯვებულია, რადგან მოსწავლეები სწავლობენ პროგრამირებას, ტექნოლოგიებს, სოციალურ მეწარმეობას, პროექტების სტრუქტურას და ადგილის მიუხედავად ეს ცოდნა, უნარები და ინტერესი რჩებათ.

ორგანიზაცია სიქას პროექტი ხორციელდება რუსთავში. პროექტი "სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული ქართული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის" დაფინანსებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გაცემული გრანტით 2020 წლის საგრანტო კონკურსის (I თემატური მიმართულება: გრძელვადიანი და განმეორებითი შედეგების მომტანი მდგრადი პლატფორმის შექმნა და არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებში კომპეტენციების განვითარება) ფარგლებში.