სოციალური მეწარმეობისა და STEAM კომბინირებული ქართული პლატფორმის პროექტის ჰაკათონების ფარგლებში თითოეულ ნაკადში წარმოდგენილი გუნდებიდან STEAM რობოტიქსის მიმართულებით გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი მონაწვეულია რობოტიქსის მე-14 საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც გაიმართება 2021 წლის 8-11 აპრილს თურქეთში.
STEAM რობოტიკსის მესამე ჰაკათონზე, 2020 წლის დეკემბერში, რომელიც მიჰყავდა ტრენერს დავით ნოზაძეს, გაიმარჯვა გუნდმა "აპოლო" რუსთავის სკოლა “ჩირაღდანიდან”. მათ პირველად ამ ჰაკათონის განმავლობაში სცადეს mbot-ის პროგრამირება და რობოტის ამოქმედება. სწავლას კონკურსი მოჰყვა. კონკურსს კი გამარჯვება და სიხარული.
გამარჯვებულ გუნდთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თურქეთის შეჯიბრთან დაკავშირებით. შეჯიბრის ღონისძიების გვერდი http://robot.meb.gov.tr/home
ვულოცავთ სკოლა “ჩირაღდანის” გუნდის წევრებს: ბაჩოს, ელენესა და ნათიას, ასევე მათ მოხალისე მრჩეველს რუსთაველ ახალგაზრდას, ანა სოხაძეს, რომელმაც გუნდის წევრი მოსწავლეები ამ პროექტის მეშვეობით გაიცნო.
ჩვენს ჰაკათონებში https://sesteam2020.blogspot.com/
ყველა თავისებურად გამარჯვებულია, რადგან მოსწავლეები სწავლობენ პროგრამირებას, ტექნოლოგიებს, სოციალურ მეწარმეობას, პროექტების სტრუქტურას და ადგილის მიუხედავად ეს ცოდნა, უნარები და ინტერესი რჩებათ.
ორგანიზაცია სიქას პროექტი ხორციელდება რუსთავში. პროექტი "სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული ქართული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის" დაფინანსებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გაცემული გრანტით 2020 წლის საგრანტო კონკურსის (I თემატური მიმართულება: გრძელვადიანი და განმეორებითი შედეგების მომტანი მდგრადი პლატფორმის შექმნა და არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებში კომპეტენციების განვითარება) ფარგლებში.