2021 წლის 9 იანვრის დილით 9:00 სთ-ზე დასრულდა განაცხადებების მიღება ამერიკის დელავერის შტატის უნივერსიტეტის პროგრამაში "Diamond Challenge 2020".
სიხარულით აღვნიშნავთ, რომ SESteam-ის მონაწილე 4-მა გუნდმა გადალახა რამდენიმე გამოწვევა, შეკრა გუნდი, დაარეგისტრირა, დაამუშავა კონცეპტი, ასევე მოამზადა პრეზენტაცია და წარმატებით ატვირთა კონკურსში.
მათთან ერთად კონკურსში მონაწილეობენ მთელი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის 14-18 წლის მოსწაველეები, სოციალური საწარმოებისა და ბიზნეს პროექტებით.
საქართველოდან კიდევ 10 პროექტია წარდგენილი.
წარმატებები ვუსურვოთ მონაწილე მოსწავლეებს და განსაკუთრებით რუსთაველებს SESteam პროექტიდან. მადლობა თქვენ, რომ იშრომეთ და მონაწილეობთ "ბრილიანტის გამოწვევაში".