ჰაკათონების რაუნდის მსაჯები

გაგაცნობთ სოციალური მეწარმეობის ჰაკათონებზე გუნდების მიერ შემუშავებული პროექტების წარდგენის ვიდეოების შემფასებელ მსაჯებს: 


ანასტასია მშვიდობაძე 
მკვლევარი. 2011 წლიდან მუშაობს გაეროს ბავშვთა ფონდში UNICEF სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის ბავშვთა სიღარიბის, განათლების, ჯანდაცვის, გარემოს დაბინძურების, დემოგრაფიის თემებზე. 2017-2018 წლებში მიწვეული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის სათაო ოფისში აშშ-ში სტატისტიკოს/კონსულტანტად. 
ანასტასია მშვიდობაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. 2006 წელს მიღებული აქვს ნებრასკის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მათემატიკურ ბიოლოგიაში (აშშ), ხოლო 2011 წელს მაკგილის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში (კანადა). ანასტასია მშვიდობაძე 5 წელია Diamond Challenge Georgia პროგრამის მსაჯია. 



ლევან ჯალიაშვილი
თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მესამე კურსის სტუდენტი. Diamond Challenge-ში ჩართულია 2016 წლიდან. 2017 წლის გამარჯვებული გუნდის წევრი (საქართველოში შესარჩევი რაუნდი) და საერთაშორისო კონკურსში ნახევარფინალისტი.  2018 წელს “ბრილიანტის გამოწვევის” მოსწავლე-ელჩი საქართველოში. 2019 წლიდან დღემდე - შესარჩევი ტურის საერთაშორისო ჟიურის წევრი. 
წლების განმავლობაში ჩართულია სხვადასხვა არაფორმალური თუ ფორმალური განათლების პროექტში. იყო ქ.რუსთავის ახალგაზრდული საკრებულოს წევრი, ლექტორის ასისტენტი თავისუფალ უნივერსიტეტში.



მარიდეა გელაშვილი
EMT-განათლებისა და მართვის გუნდის საერთაშორისო ტრენერი. ინოვაციური ტექნოლოგიების კომპანია "ირნეროს"-მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, რადიო ფორტუნას წამყვანი-ჟურნალისტი. მრავალწლიანი გამოცდილება ხვადასხვა ბიზნეს და სოც.მეწარმეობის  პროექტებში. მარიდეა გელაშვილი და კომპანია “ირნერო” მიწვეულია 2021 წელს სილიკონ ველზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.



ინგა პაიჭაძე
სიქას აღმასრულებელი დირექტორი. წლების მანძილზე ევროკომიის პროგრამა ERASMUS+ ის არასამთავრობო ორგანიზაციების შემფასებელი ევროპასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, პროექტების მენეჯერი, კომისიის წევრი, საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორი.