ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლასთან არსებული Google დეველოპერების სტუდენტური კლუბი აცხადებს მოსწავლეების მიღებას სრულად დაფინანსებულ პითონის პროგრამულ კურსზე.
დღეს პითონი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროგრამული ენაა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გადავამუშაოთ მონაცემები და შევქმნათ სხვდასხვა აპლიკაცია.
Კურსის მიზანია მოსწავლეებმა პითონზე ისწავლონ პროგრამირების საწყისები.
ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
კურსი განკუთვნილია 15-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან, რომლებსაც სურთ შეისწავლონ პროგრამირების საფუძვლები და 2021 წლის 29 იანვრის ჩათვლით გამოგვიგზავნიან შევსებულ ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმას.
როგორ დავრეგისტრირდე კურსზე?
- სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3nN3apz
- აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 29 იანვარი, 18:00 საათი
მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციის განხილვის საფუძველზე.
ფორმატი
კურსი ჩატარდება დისტანციურად, პლატფორმა ზუმის გამოყენებით.
კურსი მოიცავს 12 გაკვეთილს.
თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა:
გაკვეთილები ჩატარდება კვირაში
სამუშაო ენა: ინგლისური
როდის დაიწყება კურსი?
კურსის პირველი შეხვედრა გაიმართება 6 თებერვალს, 14:00 საათზე. შეხვედრის ბმულს გავუგზავნით შერჩეულ მონაწილეებს.
დრო: 6 თებერვალი, 14:00 საათი
ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა ზუმი
სამუშაო ენა: ინგლისური