ილიაუნის საინჟინრო სკოლა სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის

 

📣 ილიაუნის საინჟინრო სკოლა სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის მიღებას აცხადებს

🔵 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა საგანმანათლებლო პროექტის “ინჟინერიის სკოლა მოსწავლე გოგოებისთვის”  მეორე ნაკადზე მიღებას აცხადებს. 

🔵პროექტს ილიაუნი, აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელობით გამოცხადებული საგრანტო კონკურსის „დემოკრატიის განვითარება - კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამა 2020“ ფარგლებში ახორციელებს.  

🚀 ინჟინერიის სკოლის მიზანია უფროსკლასელი გოგოები (საჯარო სკოლის მე-10 - მე-12 კლასები) დააინტერესოს ტექნიკური და საინჟინრო დარგებით, დაეხმაროს მათ, აირჩიონ საინჟინრო კარიერა ამ დარგში წარმატებულ ქალთა მენტორობით, რაც ითვალისწინებს კოდირების, ინჟინერიის სწავლებასა და სახალისო კონკურსებში მონაწილეების ჩართულობას. 

🙋‍♀️ ინჟინერიის სკოლის მოსწავლე გოგოები 12 კვირის განმავლობაში დისტანციურ ფორმატში შეისწავლიან:

▶Ბლოკურ პროგრამირებას 

▶Მიკროელექტრონიკის კომპონენტებს; 

▶DJI Tello Edu დრონის პროგრამირებას;  

▶OTTO bot-ის პროგრამირებას.  

🤖 პროექტის დასასრულს მონაწილეებს საჩუქრად გადაეცემათ OTTO bot-ები. 

 📋სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/3ss0th1

📅 აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2021 წლის 18 იანვარი 

🔗 ვრცლად: https://bit.ly/3bFaKQY 

👉 პროექტის შესახებ  

▶ პროგრამა ინდივიდუალური ფედერალური დახმარების ჯილდოა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის უფროს ქეთევან დარახველიძეს, როგორც აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების (ედმუნდ მასკის 2007-2009 სამაგისტრო პროგრამა, UGRAD 2003-2004) კურსდამთავრებულს, გადასცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობით გამოცხადებული საგრანტო პროგრამის (დემოკრატიის განვითარება – კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამა 2020) ფარგლებში. 

▶ პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების განვითარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით. 

US Embassy Tbilisi, Georgia School of Technology • Ilia State University

#edtechiliauni #Iliauni