17 იანვარს ფინალური ჰაკათონია.
ჰაკათონებში წინა ეტაპებში მონაწილე 30 გუნდიდან ფინალში გასული 10 გუნდი წარადგენს საკუთარი სოციალური საწარმოს პროექტს! წარმატებები ვუსურვოთ რუსთაველ მოსწავლეებსა და მათ ახალგაზრდა მრჩეველებს.
ფინალისტი გუნდებია:
ბინული - რუსთავის #17 საჯარო სკოლა;
evolution - რუსთავის #7 საჯარო სკოლა;
არტემისი - რუსთავის #4 საჯარო სკოლა;
ევრიკა - რუსთავის #15 საჯარო სკოლა;
ელჯიემი L.G.A.M. - მილენიუმი;
ბოტები - რუსთავის #5 საჯარო სკოლა;
Upstroke - რუსთავის #11 საჯარო სკოლა;
დელტა-T ∆t - რუსთავის #4 საჯარო სკოლა;
Fantastic crew - რუსთავის #10 საჯარო სკოლა;
area 25 - რუსთავის #25 საჯარო სკოლა.
ორგანიზაცია სიქას პროექტი ხორციელდება რუსთავში. პროექტი "სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული ქართული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის" დაფინანსებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გაცემული გრანტით 2020 წლის საგრანტო კონკურსის (I თემატური მიმართულება: გრძელვადიანი და განმეორებითი შედეგების მომტანი მდგრადი პლატფორმის შექმნა და არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებში კომპეტენციების განვითარება) ფარგლებში.