მედიაწიგნიერების ფორუმი

26-27 ოქტომბერს მედიის განვითარების ფონდი (MDF), UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების მე-11 გლობალური კვირეულის ფარგლებში მასპინძლობს ყოველწლიურ მედიაწიგნიერების ფორუმს.

ღონისძიება ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.

ღონისძიება მედია და ინფორმაციული წიგნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს სთავაზობს შემდეგ თემატურ ვორკშოპებს:

გემიფიკაცია – „ცეცხლთან ცეცხლით ბრძოლა: როგორ გავხდეთ ბოროტი გენიოსი და ვმართოთ მსოფლიო", ლიზა პოოტი, The Bad News Game https://bit.ly/3z32d55

გეოლოკაცია – „როგორ ვიმოგზაუროთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გეოლოკაციის გამოყენებით”, მაიკო რატიანი, მითების დეტექტორი/MDF; მანანა თევზაძე, საქართველოს ლურჯი ფარი https://bit.ly/3CUnv5V

ნარატივდიზაინი – „როგორ შევქმნათ ჩეტბოტები”, სანდრო ასათიანი და მენტორი თამთა პაპუკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი https://bit.ly/3eKqHcB

კოდინგი – „რა არის კოდინგი და როგორ შევძლოთ კომპიუტერულ კოდთან მუშაობა”, სანდრო ასათიანი და გიორგი კვარაცხელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი https://bit.ly/3scBGOO

თემატური ვორკშოპების გარდა ფორუმი ტრადიციულად MIL თამაშების ბაზრობასაც უმასპინძლებს და მონაწილეები გაეცნობიან MDF-ის ახალ თამაშს „კიბერხოკერა“.

ფორუმზე წარმოდგენილი იქნება MDF-ის ახალი კვლევა, რომელიც საქართველოში მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის გავლენას სწავლობს.

ღონისძიებაზე მედიაწიგნიერების პროექტის ფარგლებში მომზადებული კლიპების პრეზენტაციაც გაიმართება, რომელთაგან ერთ-ერთი #GlobalFact9-ის ნომინაციის „ყველაზე კრეატიული ფორმატი“ გამარჯვებულია.

ფორუმი 2022 წლის ყველაზე მედიაწიგნიერ ახალგაზრდას და „მითების დეტექტორის” წლის საუკეთესო პუბლიკაციებს გამოავლენს.

მედიაწიგნიერების ფორუმს მედიის განვითარების ფონდი 2019 წლიდან საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით პროექტის „ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლობიანი მედია მოხმარებისთვის“ ფარგლებში მართავს.

დამატებითი ინფორმაციისთვის: https://bit.ly/3Dh7Krp

2022 წლის კონკურსი გამოცხადდა

2022 წლისთვის ბრილიანტის გამოწვევის პროექტში მოსწავლეთა გუნდების რეგისტრაცია გამოცხადებულია. გასავლელია შემდეგი ეტაპები

1. ერთი მოსწავლე (team leader) რეგისტრირდება და შემდეგ არეგისტრირებს გუნდს (14-18 წლის მონაწილეებითა და 1 უფროსით) გვერდზე https://diamondchallenge.awardsplatform.com/
2. ისწავლეთ ვიდეო გაკვეთილებით, დაესწარით შეხვედრებს

3. ჩამოაყალიბეთ და განავითარეთ თქვენი პროექტი 2021  წლის სექტემბერ-ნოემბერში სოციალური საწარმოს ბიზნეს მოდელის მიხედვით.
3. ატვირთეთ თქვენი პროექტის დასრულებული ვერსია ინგლისურად 2021 წლის ბოლომდე.
მიღეთ დამხმარე მასალა ქართულ ენაზე პლატფორმაზე: https://sesteam2020.blogspot.com/p/blog-page_6.html

წარმატებას გისურვებთ!

ორეტაპიანი ტრენინგი STEAM ტრენერების მოსამზადებლად

სიქას სოციალური საწარმო რობოლაბი გიწვევთ ორეტაპიან ტრენინგზე STEAM ტრენერების მოსამზადებლად.

ტრენინგი დაფინანასებულია ევროპის ფონდის მიერ და ითვალისწინებს ოთხდღიანი ტრენინგების მეშვეობით ტრენერების მომზადებას/გადამზადებას. ტრენერები შეისწავლიან ლეგო Education, M-bot რობოტებს, არდუინოს, LEGO mindstorm ინსტრუმენტებს. სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მართვის დეტალებს. გაეცნობიან ტექნოლოგიების მეშვეობით არაფორმალურ გარემოში სასწავლო პროცესისა და შეჯიბრების ორგანიზება-ჩატარების ელემენტებს. კურსის გავლის შემდეგ სიქას რობოლაბი წარმატებულ მონაწილეებს შესთავაზებს რუსთავისა და თბილისის კლუბებში, ასევე საზაფხულო და შაბათ-კვირის მინი-ბანაკებში დასაქმებას.
პირველი ეტაპი ჩატარდება 23-26 ივლისს თბილისში, ხოლო მეორე ეტაპი სექტემბრის დასაწყისში. ტრენერის მოსამზადებელი ტრენინგი დაფინანსებულია ევროპის ფონდის მიერ.
მონაწილეობა შეუძლია 18 წლის წლის ზევით ადამიანს (ლიდერს, მასწავლებელს, ტრენერს, ახალგაზრდულ მუშაკს, სხვადასხვა სფეროში პროფესიონალს).
მონაწილეობის მსურველმა მოტივაციის წერილი და CV უნდა გამოგზავნოს ელ ფოსტაზე siqa.office@gmail.com
20 ივლისის ჩათვლით.
ადგილები შეზღუდულია. კანდიდატებს შესარჩევად ჩაუტარდებათ გასაუბრება.


ტრენინგი დასაქმების მსურველთათვის

სიქა გთავაზობთ დასაქმებას რობოტიქსის ტრენერად სიქას სოციალურ საწარმო რობოლაბში. 

ამისთვის კარგი შანსი გაქვთ: შეგიძლიათ გაიაროთ 6-დღიანი ინტენსიური ტრენინგი TOT, გაიაროთ გასაუბრება სიქა-ში და დასაქმდეთ. ჩვენ ვიწვევთ რობოტიკსის ტრენერებს/მასწავლებლებს.

გთხოვთ გაეცნოთ განცხადებას ტრენინგის შესახებ.

🚀17 მაისს ტექნოპარკის ფაბლაბში იწყება Lego Robotics-ის ტრენერთა ტრენინგი (TOT)

🎯ტრენინგის მონაწილეები 6 დღიანი ინტენსიური ტრენინგ კურსის განმავლობაში შეისწავლიან როგორ შექმნან სხვადასხვა პროექტები Lego Robotics -ის დახმარებით და როგორ ჩაატარონ ტრენინგი ამ მიმართულებით სკოლის მოსწავლეებთან.

🗣ტრენინგზე დეტალურად განიხილება Lego Robotics-ის დაპროგრამება ისეთ პლატფორმებზე როგორიცაა:

https://scratch.mit.edu/ ;

https://makecode.mindstorms.com/ ;

• LEGO MINDSTORMS Education EV3 -ის პროგრამა; 

🎓ტრენინგში მონაწილეობისთვის აუცილებელია აკმაყოფილებდეთ ერთ-ერთ მოთხოვნას:

- სხვადასხვა კონსტრუქტორებთან მუშაობის გამოცდილება;

- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;

- პროგრამირების საბაზისო საკითხების ცოდნა;

💡ტრენინგზე დასწრების მსურველთა რაოდენობა შეზღუდულია

🖇გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScCwr7xw7jr3omWLRJJtLQxuYvP_X1-_K0t5NuMqM8piUwDvA/viewform

#იდეაქმნისმომავალს🚀

#GITA

სამთვიანი სასწავლო ვიზიტი იტალიაში ▪ STEM Study Visit to Italy


ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას COTEC- შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში მეორედ ცხადდება კონკურსი “STEM Study Visit to Italy”.

კანდიდატები უნდა წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს: ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა მეცნიერება, ტექნოლოგიების გადაცემა, ინოვაციების მართვა.

გამარჯვებული ორი კანდიდატი სამთვიან სასწავლო ვიზიტს გაივლის SPICI srl-ის (SPICI srl – Società per l’Innovazione, la Cooperazione e l’Internazionalizzazione) FabriTech განყოფილებაში და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტში https://www.spici.eu

კანდიდატებს შორის საუკეთესო სტარტაპს შეარჩევს სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება თბილისში იტალიის საელჩოს, COTEC-ისა და GITA- წარმომადგენლების მიერ.


რეგისტრაციის ბოლო ვადაა 16 მაისი.

სასწავლო ვიზიტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://bit.ly/3eJARWE


კითხვების შემთხვევაში მიმართეთhttps://www.facebook.com/gitatechpark/

თამაშების შექმნის საწყისები

 🚀 27 თებერვლიდან ფაბლაბ ილიაუნი საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან თანამშრომლობით  იწყებს უფასო კურსს „თამაშების შექმნის საწყისები“ – ონლაინკურსი უფროსკლასელებისთვის

⏹ კურსის მონაწილეები იმუშავებენ Unreal Engine 4-ის ძრავაში, შეძლებენ მისი ვიზუალური სკრიპტინგის ინსტრუმენტების ათვისებას, შეისწავლიან ძრავასთან მუშაობის საბაზისო ფუნქციებს და პროგრამირების საწყისებს, ასევე შეისწავლიან თამაშების შექმნის პროცესის ეტაპებს თამაშების დაგეგმვიდან მათ გამოქვეყნებამდე.

► ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

⏹ კურსი განკუთვნილია IX-XII კლასების მოტივირებული მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან, რომელთაც აინტერესებთ თამაშების შექმნის ინდუსტრია.

💻 წინაპირობა: ლეპტოპი ან კომპიუტერი, რომლითაც შესაძლებელია ძრავის ეფექტურად გამოყენება. ტექნიკური მახასიათებლები იხილეთ აქ:

▶OS: Windows 7/8/10 64-bit or Mac OSX Sierra

▶CPU: Quad-core Intel or AMD processor. 2.5 GHz or faster

▶RAM: 8 GB

▶GPU: NVIDIA GeForce 470 GTX or AMD Radeon 6870 HD series card or higher

▶Video Card/DirectX Version: DirectX 11 or Directx 12 compatible graphics card

▶For storage purposes, fast SSDs are good

► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

▶პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2021 წლის 21 თებერვლისა.

📋სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/j9hwRFy1Zkq3Vq5M9

ტრენინგების ჩატარების დრო:

📆 შაბათი– 14:00 საათი

📆 ოთხშაბათი–17:00 საათი

⏺ Სულ ჩატარდება 16 , თითო 1,5-2 საათის ხანგრძლივობის შეხვედრა.

⏺ კურსის ხელმძღვანელი: გიორგი შელეგია, საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი

⏺ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2021 წლის 25 თებერვლისა.

საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი / Young Scientist Club of Georgia

School of Technology • Ilia State University

Fablab Iliauni • ფაბლაბ ილიაუნი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: fablabtraining@iliauni.edu.ge 

#edtechiliauni

#iliauni

უფროსკლასელებისთვის დაფინანსებული კურსი

 


🚀 24 თებერვლიდან ფაბლაბ ილიაუნი იწყებს კურსს ელექტრონიკის საწყისები უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, მიიღონ საბაზისო ცოდნა ელექტრონიკაში, რაც მომავალში  მიკროკონტროლერების გამოყენებით პროექტების შესრულებისთვის გამოადგებათ.


 📅 პროექტი გაგრძელდება 12 კვირის განმავლობაში. მონაწილეები შეისწავლიან:


▶ ანალოგური და ციფრული ელექტრონიკის საწყისებს;


▶ ძირითადი ელექტრონული კომპონენტების მუშაობის პრინციპებს;


▶ ელექტრონულ  სქემებში მიმდინარე ფიზიკურ მოვლენებსა და კანონებს;


▶ელექტრონული კომპონენტების შეერთების ტიპებს;

▶ ელექტრონული წრედების ლოგიკურ ელემენტებს.


⏺ სწავლების პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც სრულდება ვირტუალურად TinkerCad გარემოში.


► ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

⏹ კურსი განკუთვნილია IX-XII კლასების  მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.


► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

⏹ პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2021 წლის 20 თებერვლისა.


► სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/WZsLkqfUqfjM53sE8


📆 კურსის ჩატარების დრო: 24 თებერვალი, ოთხშაბათი,18:00 საათი


⏱ შეხვედრის ხანგრძლივობა: 1, 5 საათი


🔗დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ვმულზ: https://bit.ly/2LL5noP

#edtechiliauni

#iliauni