მოსწავლეთა გუნდების რეგისტრაცია დაიწყო


სიქა აცხადებს რუსთავის სკოლების მოსწავლეთა გუნდების რეგისტრაციას პროექტში "სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული ქართული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის". 

გუნდში უნდა იყოს 3 მოსწავლე (14-18 წლის, აუცილებლად ორივე სქესის წარმომადგენელი) და ახალგაზრდა მასწავლებელი ან ლიდერი (29 წლის ჩათვლით). 

იხილეთ სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/jRECppdfVPhHriSs9

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მილიონიანი ფონდის ფარგლებში. 

პროექტის მიზანი: რუსთავში მცხოვრებ უფროსკლასელ მოსწავლეებს შეექმნებათ შესაძლებლობა მიიღონ არაფორმალური განათლება სოციალური მეწარმეობის, ტექნოლოგიური და STEAM მიმართულებით. 

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ქ. რუსთავის სკოლების 14-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეების გუნდებს. 

მოსწავლეები ნოემბერსა და დეკემბერში 2 შაბათ-კვირას  მთელი დღის განმავლობაში გაივლიან მომზადებას სოციალურ მეწარმეობასა და რობოტიკსში. 

ჰაკათონის ფორმატის ღონისძიება მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გუნდურად იმუშაონ, შექმნან მოქმედი რობოტები, იფიქრონ პრობლემურ საკითხებზე და შექმნან და წარდგინონ სოციალური საწარმოს მოდელები. 

წარმატებულ გუნდებს გაეწევათ რეკომენდაცია საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. 

ერთი სკოლიდან რამდენიმე გუნდის წარმოდგენის შემთხვევაში შერჩევისას ყურადღება მიექცევა გუნდის მოტივაციას. 

შინაარსობრივი მხარდაჭერა - ამერიკის შეერთებული შტატების დელავერის უნივერსიტეტი.

საკონტაქტო ინფორმაცია: 

599556234 პავლე თვალიაშვილი - პროექტის დირექტორი

599 232 737 ანა მელაშვილი - პროექტის კოორდინატორი

სოციალური მეწარმეობით დაინტერესებულ პედაგოგებსა და კლუბების ხელმძღვანელებს

სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო ფორუმი.

გაიარეთ რეგისტრაცია და დაესწარით საერთაშორისო ფორუმს უფასოდ. 

INTERNATIONAL SOCIAL ENTREPRENEURSHIP FORUM (ONLINE)

28 October 2020

The Online forum aims to convey social entrepreneurship as an innovative tool for social development and learn from international experience.

Organizer: Education HUB 


This activity is for participants from:

Erasmus+: Youth in Action Programme countries, Other countries in the world, Partner Countries Neighbouring the EU

Application deadline (24h CET):

25 October 2020

https://trainings.salto-youth.net/9024.

რუსთავში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა








📣
რუსთავში, ახალგაზრდობის სააგენტოს მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის დაფინანსებული პროექტი, „სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული ქართული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის“, დაიწყო.
👉 პროექტის მიზანია რუსთავის მუნიციპალიტეტის 14-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებისთვის STEAM-თან ინტეგრირებული სოციალური მეწარმეობის მდგრადი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების გზით საკვანძო კომპეტენციების განვითარებას. პროექტს არაკომერციული ორგანიზაცია
SIQA
ახორციელებს.
2020 წლის 19 ოქტომბერს, პროექტის გახსნაზე წარმოდგენილი იყო რობოტიქსისა და სოციალური მეწარმეობის პროგრამების შესაძლებლობები და გამოცდილება საქართველოსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემაში.

პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ტაბაღუა და პრესის წარმომადგენლები. მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე წინა წლების Diamond Challenge პროგრამის წარმომადგენლები პრეზენტაციაზე ონალინ ზუმ პლატფორმის მეშვეობით ესწრებოდნენ.

მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს, ახალგაზრდული ორგანიზაციების, როგორც ახალგაზრდული სფეროს მთავარი მდგენელების გაძლიერებას, ისინი კი თავის მხრივ, უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების გზით საკვანძო კომპეტენციების ზრდას.

პროექტის შინაარსობრივი მხარდამჭერია ამერიკის დელავერის შტატის უნივერსიტეტის პროგრამა "ბრილიანტის გამოწვევა", რომელში ჩართვაც პროექტის მონაწილე მოსწავლეებს შეეძლებათ.

მოგესალმებით

მოგესალმებით სოციალური მეწარმეობისა და STEAM კომბინირებული ქართული პლატფორმის გვერდზე უფროსკლასელებისთვის