რუსთავის მე-8 სკოლის გუნდი თურქეთშია მიწვეული


სოციალური მეწარმეობისა STEAM კომბინირებული ქართული პლატფორმის პროექტის ჰაკათონის ფარგლებში თითოეულ ნაკადში წარმოდგენილი გუნდებიდან რობოტიქსის მიმართულებით გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი მონაწვეულია რობოტიქსის მე-14 საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც გაიმართება 2021 წლის 8-11 აპრილს თურქეთში.

რობოტიკსის მეორე ჰაკათონზე, რომელიც მიჰყავდა ტრენერს დავით ნოზაძეს, გაიმარჯვა გუნდმა "ალმალი" რუსთავის მე-8 საჯარო სკოლიდან.
მათ პირველად ამ ჰაკათონის განმავლობაში სცადეს mbot-ის პროგრამირება და რობოტის ამოქმედება. სწავლას კონკურსი მოჰყვა. კონკურსს კი გამარჯვება და სიხარული.
გამარჯვებულ გუნდთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თურქეთის შეჯიბრთან დაკავშირებით. შეჯიბრის ღონისძიების გვერდი http://robot.meb.gov.tr/home
ვულოცავთ მე-8 სკოლის გუნდის წევრებს: ლიკას, ალეკოს და მარიამს, ასევე მათ მოხალისე მრჩეველს რუსთაველ ახალგაზრდას, ანა მახარაშვილს, რომელმაც გუნდის წევრი მოსწავლეები ამ პროექტის მეშვეობით გაიცნო.
თქვენც ჩაერთეთ პროექტში. გაიარეთ რეგისტრაცია, მიიღეთ მონაწილეობა ჰაკათონებში.
ამ ჰაკათონებში ყველა თავისებურად გამარჯვებულია, რადგან მოსწავლეები სწავლობენ პროგრამირებას, ტექნოლოგიებს, სოციალურ მეწარმეობას, პროექტების სტრუქტურას და ადგილის მიუხედავად ეს ცოდნა, უნარები და ინტერესი რჩებათ.
ორგანიზაცია სიქას პროექტი ხორციელდება რუსთავში. პროექტი "სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული ქართული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის" დაფინანსებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გაცემული გრანტით 2020 წლის საგრანტო კონკურსის (I თემატური მიმართულება: გრძელვადიანი და განმეორებითი შედეგების მომტანი მდგრადი პლატფორმის შექმნა და არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებში კომპეტენციების განვითარება) ფარგლებში.
მესამე ნაკადზე დარჩენილია რამდენიმე ადგილი.

მესამე ნაკადის მიღება


 პანდემიის მიუხედავად სიქა აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას. ამ ეტაპზე ონლაინ სივრცეში. 


რუსთაველ მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევთ  (გადასახადის გარეშე) შეხვდნენ დამფინანსებლებს, შესაძლო მხარდამჭერებს, საჯარო დაწესებულებების და სოციალური საწარმოების წარმომადგენლებს. გაიგონ როგორ მიიღონ მონაწილეობა კონკურსებსა და შეჯიბრებში. როგორ გადადგან პირველი ნაბიჯი, როგორც სოციაურმა მეწარმეებმა და პროექტების წარმდგენებმა. ამ საკითხებზე 14-18 წლის მოსწავლეები ჰაკათონის ფორმატში ორი დღე მუშაობენ. ბოლოს კი საპროექტო იდეებს ამუშავებენ და წარადგენენ. 

პროექტს SESteam აფინანასებს ახალგაზრდობის სააგენტო, მილიონიანი ფონდის გრანტის ფარგლებში. სიქა იწვევს მესამე ნაკადზე რუსთაველ მოსწავლეებს. 

https://forms.gle/jRECppdfVPhHriSs9

რეგისტრაციისთვის.

ნახეთ მეტი ინფორმაცია http://sesteam2020.blogspot.com

ვებინარი: კრეატიული კოდირების ღია და უფასო პლატფორმა SCRATCH

 

👉 Covid-19 - ის პანდემიის პირობებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ერთი მხრივ, ხარისხიან ღია საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომის საკითხი, ხოლო, მეორე მხრივ, მათი გამოყენების შესაძლებლობები. 

➡ სკოლა-ლაბის პროგრამა აგრძელებს ვებინარების სერიას და წარმოგიდგენთ ვებინარს: "რა არის და როგორ გამოვიყენოთ კრეატიული კოდირების ღია და უფასო პლატფორმა SCRATCH."

🟠სკოლა-ლაბის ვებინარი განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლებისთქვის ე.წ. ისტ-ის მასწავლებლებისთვის.

ℹScratch–ი კრეატიული კოდირების ღია და უფასო პლატფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა ასაკის ბავშვს ციფრულად დაამზადონ და გაავრცელონ საკუთარი ისტორიები, თამაშები თუ ანიმაციები. პლატფორმა ბავშვებს ეხმარება შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის უნარების და სხვა ე.წ. 21-ე საუკუნის კომპეტენციების განვითარებაში. უკვე ასობით ათასი განმანათლებელი  სხვადასხვა დისციპლინებში აქტიურად იყენებს პლატფორმას საკლასო ოთახში თუ მის მიღმა, Scratch-ი მასაჩუსეტის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (MIT) მედია კლუბის პროექტია, რომელსაც Lifelong Kindergarten Group–ი ახორციელებს.

👨‍💻 ვებინარს გაუძღვება ლუკა ყანჩელი - სკოლა-ლაბის ახალგაზრდა მკვლევარი.

⌚ვებინარი გაგრძელდება 1 საათის განმავლობაში.

🔗ვებინარის ბმული ღიაა და არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას: 🔗 https://us02web.zoom.us/j/84456169353


5-6 დეკემბერს მეორე ჰაკათონია


2020 წლის 5-6 დეკემბერს მეორე ჰაკათონია, ჰაკათონი პანდემიის გამო ზუმის ფორმატში ტარდება. ჰაკათონის მეორე ნაკადშიც რუსთავის სკოლების 10 გუნდი მონაწილეობს. 
  1. ელჯიემი L.G.A.M. - მილენიუმი;
  2. ფენიქსის ორდენი - Phoenix orden - #11 საჯარო სკოლა;
  3. ატომი - #20 საჯარო სკოლა;
  4. თავისუფალი თაობა - #22 საჯარო სკოლა;
  5. ბოტები - #5 საჯარო სკოლა;
  6. რობოტესტე - #4 საჯარო სკოლა;
  7. სტელა - #20 საჯარო სკოლა;
  8. skillsteam - #8 საჯარო სკოლა;
  9. ალმანი - #8 საჯარო სკოლა;
  10. მომავლის თაობა- #9 საჯარო სკოლა.