პროექტის მიზანია სასკოლო ასაკის ახალგაზრდებისთვის STEAM-თან ინტეგრირებული სოციალური მეწარმეობის მდგრადი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საკვანძო კომპეტენციების განვითარებას.
პლატფორმა არაფორმალური განათლებისა და ტექნოლოგიების მეშვეობით უფროსკლასელ მოსწავლეებში პრობლემული სიტუაციის ანალიზისა და გამოსავლის ძიების უნარების განვითარების კარგი შესაძლებლობა იქნება.
სიქას სოციალური საწარმოს აღჭურვა თანამედროვე ტექნიკით და პროექტის ფარგლებში ჰაკათონების ჩატარება პლატფორმის შინაარსობრივ გამართულობას უზრუნველყოფს.
პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან 14-დან 18 წლამდე ასაკის რუსთაველი სკოლის მოსწავლეები (90 მოსწავლე 30 სკოლიდან), ასევე მათი 30 ახალგაზრდა ლიდერი (21-დან 29 წლამდე). სულ 120 ახალგაზრდა რუსთავიდან.
არაპირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან სხვა პროექტებში ჩართული ის მოსწავლეები, რომლებსაც ექნებათ საშუალება გამოიყენონ მასალები, დაესწრონ ჰაკათონებს, მონაწილეობა მიიღონ სოციალური მეწარმეობისა და რობოტიქსის სასწავლო პროცესში. ასევე პირდაპირი ბენეფიციარების კლასელები და თანატოლები, რომლებსაც გაუზიარებენ მიღებულ ცოდნას, გამოცდილებას. პროექტის დასრულებიდან პორტალზე განთავსებული ვიდეოების ქართული ვერსიები და სკრიპტები ქართულ ენაზე გაუადვილებს მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროექტში "Diamond Challenge".
პროექტის შემდეგაც გაგრძელდება პლატფორმის გამოყენება.
პროექტის საბოლოო ბენეფიციარები გრძელვადიან პერსპექტივაში იქნებიან საქართველოს რეგიონების არაკომერციული არამომგებიანი ორგანიზაციები, რომლებიც ახალგაზრდებთან (14-29 წწ) ახორცილებენ არაფორმალური განათლების პროგრამებს, დაკავებული არიან საზოგადოებისთვის საჭირო საკითხების ადვოკატირებითა და ლობირებით. მათ შეეძლებათ სიქას პლატფორმის გამოყენება საკუტარ პროექტებში. მაგალითად გარემოსდაცვითი, ქალთა უფლებების დაცვის, უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებული ჰაკათონების მოწყობა.გარემოსდაცვითი, ქალთა უფლებების დაცვის, უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებული ჰაკათონების მოწყობა.
დაგეგმილი საქმიანობა
• სოციალური მეწარმეობის ქართულენოვანი სასწავლო პორტალის გაკეთება;
• მასალების თარგმნა, დაწერა,
• ვიდეო გაკვეთილების თარგმნა, პორტალზე განთავსება;
• სიქას რობოტიქსის სოციალური საწარმოს აღჭურვა 14-18 წლის ასაკის შესაბამისი ტექნიკით;
• გუნდების მონაწილეთა შერჩევისთვის განაცხადების დაგზავნა ქსელებში და სკოლებში, მონაწილეობის მსურველების ინფორმირება, მონაწილეთა შერჩევა მოტივაციის წერილებით;
• სასწავლო ჰაკათონების ჩატარება რობოტიქსში;
• სასწავლო ჰაკათონების ჩატარება სოციალურ მეწარმეობაში;
• ფინალური სასწავლო ჰაკათონის განხორციელება;
• შემუშავებული პროექტების მიწოდება დონორებისთვის, მერის მრჩეველთა საბჭოსთვის და ადგილობრივი თვითმმართველობისთვის.
პროექტის მმართველი გუნდი:
პროექტის მართვას განახორციელებს “Diamond Challenge”-ს კოორდინატორი საქართველოში პავლე თვალიაშვილი, რომელიც სიქას დამფუძნებელი და ტრენერია;
პროექტის კოორდინატორი ანა მელაშვილი, რომელიც სიქას სოციალური საწარმოს დირექტორია;
პროექტის ასისტენტია ეთერ პაიჭაძე, სიქას ოფისის მენეჯერი.
რობოტიქსის ჰაკათონებზე ტრენერი იქნება გამოცდილი ტრენერი ამ სფეროში დავით ნოზაძე, სიქას რობოლაბის მასწავლებელი;
სოციალური მეწარმეობის ჰაკათონების ჩატარებისას ტრენერი იქნება მარიამ თვალიაშვილი, ტრენერი, სოციალური მეწარმეობის ამრიკული პროგრამის ახალგაზრდა მენეჯერი საქართველოში.
პროექტი დაფინანსებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გაცემული გრანტით 2020 წლის საგრანტო კონკურსის (I თემატური მიმართულება: გრძელვადიანი და განმეორებითი შედეგების მომტანი მდგრადი პლატფორმის შექმნა და არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებში კომპეტენციების განვითარება) ფარგლებში.