თამაშების შექმნის საწყისები

 🚀 27 თებერვლიდან ფაბლაბ ილიაუნი საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან თანამშრომლობით  იწყებს უფასო კურსს „თამაშების შექმნის საწყისები“ – ონლაინკურსი უფროსკლასელებისთვის

⏹ კურსის მონაწილეები იმუშავებენ Unreal Engine 4-ის ძრავაში, შეძლებენ მისი ვიზუალური სკრიპტინგის ინსტრუმენტების ათვისებას, შეისწავლიან ძრავასთან მუშაობის საბაზისო ფუნქციებს და პროგრამირების საწყისებს, ასევე შეისწავლიან თამაშების შექმნის პროცესის ეტაპებს თამაშების დაგეგმვიდან მათ გამოქვეყნებამდე.

► ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

⏹ კურსი განკუთვნილია IX-XII კლასების მოტივირებული მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან, რომელთაც აინტერესებთ თამაშების შექმნის ინდუსტრია.

💻 წინაპირობა: ლეპტოპი ან კომპიუტერი, რომლითაც შესაძლებელია ძრავის ეფექტურად გამოყენება. ტექნიკური მახასიათებლები იხილეთ აქ:

▶OS: Windows 7/8/10 64-bit or Mac OSX Sierra

▶CPU: Quad-core Intel or AMD processor. 2.5 GHz or faster

▶RAM: 8 GB

▶GPU: NVIDIA GeForce 470 GTX or AMD Radeon 6870 HD series card or higher

▶Video Card/DirectX Version: DirectX 11 or Directx 12 compatible graphics card

▶For storage purposes, fast SSDs are good

► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

▶პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2021 წლის 21 თებერვლისა.

📋სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/j9hwRFy1Zkq3Vq5M9

ტრენინგების ჩატარების დრო:

📆 შაბათი– 14:00 საათი

📆 ოთხშაბათი–17:00 საათი

⏺ Სულ ჩატარდება 16 , თითო 1,5-2 საათის ხანგრძლივობის შეხვედრა.

⏺ კურსის ხელმძღვანელი: გიორგი შელეგია, საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი

⏺ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2021 წლის 25 თებერვლისა.

საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი / Young Scientist Club of Georgia

School of Technology • Ilia State University

Fablab Iliauni • ფაბლაბ ილიაუნი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: fablabtraining@iliauni.edu.ge 

#edtechiliauni

#iliauni

უფროსკლასელებისთვის დაფინანსებული კურსი

 


🚀 24 თებერვლიდან ფაბლაბ ილიაუნი იწყებს კურსს ელექტრონიკის საწყისები უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, მიიღონ საბაზისო ცოდნა ელექტრონიკაში, რაც მომავალში  მიკროკონტროლერების გამოყენებით პროექტების შესრულებისთვის გამოადგებათ.


 📅 პროექტი გაგრძელდება 12 კვირის განმავლობაში. მონაწილეები შეისწავლიან:


▶ ანალოგური და ციფრული ელექტრონიკის საწყისებს;


▶ ძირითადი ელექტრონული კომპონენტების მუშაობის პრინციპებს;


▶ ელექტრონულ  სქემებში მიმდინარე ფიზიკურ მოვლენებსა და კანონებს;


▶ელექტრონული კომპონენტების შეერთების ტიპებს;

▶ ელექტრონული წრედების ლოგიკურ ელემენტებს.


⏺ სწავლების პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც სრულდება ვირტუალურად TinkerCad გარემოში.


► ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?

⏹ კურსი განკუთვნილია IX-XII კლასების  მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.


► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

⏹ პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2021 წლის 20 თებერვლისა.


► სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/WZsLkqfUqfjM53sE8


📆 კურსის ჩატარების დრო: 24 თებერვალი, ოთხშაბათი,18:00 საათი


⏱ შეხვედრის ხანგრძლივობა: 1, 5 საათი


🔗დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ ვმულზ: https://bit.ly/2LL5noP

#edtechiliauni

#iliauni

Tech-განმანათლებელი



🚀12 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული TECH - განმანათლებელი: სასკოლო აქტივობების კონკურსის Live-საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

👉 შეხვედრაზე პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ექნებათ შესაძლებლობა ორგანიზატორებს დაუსვან შეკითხვები და მიიღონ პასუხები მონაწილეობასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე (აპლიკაციის შევსებასთან, შესარჩევი დავალების შესრულებასთან დაკავშირებით).  ასევე ნაჩვენები იქნება შესარჩევი დავალების ნიმუშები.

🔴 Live-საინფორმაციო შეხვედრას ჩაატარებს კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სანდრო ასათიანი.

🎥 საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება პლატფორმა ზუმის საშუალებით 

📋 შეხვედრაზე დასასწრებად უნდა შეავსოთ ონლაინსარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 12 თებერვლის 12:00 საათისა. 

🔗 Live-საინფორმაციო შეხვედრაზე რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3p7pKu3

რეგისტრირებულ მონაწილეებს ელექტრონულ ფოსტაზე გავუგზავნით შეხვედრის ბმულს.

🔗 კონკურსის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3bNFvmV

🔗 ვრცლად შეხვედრის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3tDHQY1 

📆 დრო: 12 თებერვალი 16:00 საათი 

#edtechiliauni
#iliauni

რა არის STEM განათლება?



 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfIdsKLyZ0kWT0NUJOQzzKdURt9S2IGH_oeoITzEMBC9d2s0A/viewfor

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, დარეგისტრირდეთ უფასო ვებინარზე: რა არის STEM განათლება და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ დღეს ამ კუთხით საქართველოში, რისთვისაა ზოგადად საჭირო მისი ცოდნა. რა უპირატესობები და მიღწევები აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთაც აქვთ მიღებული STEM განათლება.

მოწვეული სტუმრის სტატუსით წარმოდგენილნი იქნებიან:
მაგდა მაღრაძე - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი
ავთანდილ კასრაძე - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარე
ბერიკა შუკაკიძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
სანდრო ასათიანი - IT ტექნოლოგიების ექსპერტი

მომხსენებლად წარმოდგენილნი არიან საქართველოს საუკეთესო IT ტექნოლოგიების და STEM მენტორები:
1. პროფესორი - დავით სონღულაშვილი
2. მენტორი - უტა კილასონია
3. მენტორი - დავით ნოზაძე

ჩვენ ვისაუბრებთ მომავლის ტექნოლოგიებსა და განათლებაზე და STEM -ის ცოდნის უპირობო მნიშვნელობაზე!



მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სიმპოზიუმი 15-21 თებერვალს

 


სიქა გიწვევთ GTA-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სიმპოზიუმზე 2021 წლის 15-21 თებერვალს.
სახელმძღვანელო მითითებები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.
ნაბიჯი 1. აირჩიეთ სიმპოზიუმის კატეგორია, რომლის ფარგლებშიც თქვენი მოსწავლეები ან მასწავლებლები წარადგენენ პროექტს (მეცნიერება / ტექნოლოგია / ინოვაცია)
ნაბიჯი.
2. გამოგვიგზავნეთ თქვენი პროექტის სახელწოდება, სკოლის დასახელება, ქალაქი / სოფელი, ქვეყანა, თქვენი სახელი, გუნდის წევრების სახელები და მასწავლებლის სახელი და ფოტოები ჩვენს ოფიციალურ ელ-ფოსტაზე: globaltraineracademy@gmail.com ან ოფიციალურ Whatsapp-ზე +966590024562.
ჩვენ გამოვაცხადებთ თქვენს ნომინაციას და თქვენი ნომინაციის ბარათები გამოქვეყნდება ტრენერების გლობალური აკადემიის ვებ-გვერდზე
https://www.facebook.com/Globaltraineracademy
3.თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ სიმპოზიუმის პროექტების იდეების ჩვენს ყოველკვირეულ ფორუმზე (ყოველ შაბათს, 15 თებერვლამდე, დისკუსიისა და GTA-ის სიმპოზიუმის შემფასებლების სახელმძღვანელო მითითებებისთვის).
4. მოამზადეთ თქვენი პროექტის აღწერა (საბაზისო გეგმა) power point-ის ან ვიდეოს სახით და გამოაგზავნეთ 10 თებერვლამდე. თქვენ შეგიძლიათ სხვა ფორმატში გამოგზავნაც. Pdf ფორმატი, ასევე, მისაღებია. გაუგზავნეთ თქვენი ქვეყნის წარმომადგენელს ან ელ-ფოსტაზე to globaltraineracademy@gmail.com
5. თქვენი მომზადებული ვიდეო ან პრეზენტაცია ატვირთეთ GTA-ის სიმპოზიუმის Facebook-ის ჯგუფში:
პროექტების შეფასების კრიტერიუმები:
ჩვენი რეკომენდაციები GTA-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრების საბაზისო პოლიტიკის რეგულაციებთან მიმართებაში:
1. მოსწავლეების შეჯიბრი 15-დან 21 თებერვლამდე.
2. მოსწავლეთა შედეგების შეჯამება 22-დან 24 თებერვლამდე.
3. მასწავლებლების შეჯიბრი 25 და 26 თებერვალს.
4. ორივე კატეგორიის შედეგების გამოცხადება 28 თებერვალს.
5. შეჯიბრი ჩატარდება შემდეგი კატეგორიებისთვის:
ა. სამეცნიერო პროექტები
ბ. ტექნოლოგია
გ. ინოვაციები
ჯილდო გადაეცემა თითოეული კატეგორიისთვის ცალ-ცალკე, ქვეყნის მიხედვით, გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
6. მოსწავლეები და მასწავლებლები მათ პროექტებს გააგზავნიან ვიდეო პრეზენტაციის სახით.
7. პროექტის პრეზენტაციის გაგზავნის დედლაინია 10 თებერვალი.
8. ვიდეო პრეზენტაციის ხანგრძლივობა უნდა იყოს 5-დან 10 წუთამდე.
9. საერთაშორისო ჟიურის ექნება 5-წუთიანი კითხვებისა და პასუხების სესია თითოეული ინდივიდუალური/გუნდური კანდიდატისთვის, პროექტის თემატიკასთან დაკავშირებით.
10. პროექტი შეიძლება წარადგინოს ინდივიდუალურმა კანდიდატმა ან 2-დან 4 წევრამდე გუნდმა.
11. ერთი კანდიდატი შეიძლება მონაწილეობდეს როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ პროექტში, მაგრამ განსხვავებული თემით.
12. კითხვების და პასუხების სესიაში შეფასდება თავდაჯერებულობა/კომუნიკაცია/თემასთან დაკავშირებული ცოდნა.
13. ქულები დაიწერება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა. თავდაჯერებულობა - 15 ქულა
ბ. კომუნიკაცია - 15 ქულა
გ. თემასთან დაკავშირებული ცოდნა - 30 ქულა
დ. პრეზენტაცია - 40 ქულა
14. მესენჯერში შეიქმნება შესაბამისი ჯგუფი ვიდეო პრეზენტაციებისთვის და თითოეულ კანდიდატს ან გუნდს გაეგზავნება შემდეგი დეტალები
ა. ვიდეო პრეზენტაცია
ბ. კანდიდატების სახელები/გვარები
გ. კლასი/ნიშანი/სტანდარტი
დ. პროექტის ტიპი მკაფიოდ უნდა იყოს ნახსენები, მ.შ. ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა (მეცნიერება), ტექნოლოგიები, ინოვაცია და სხვ.
15. ჯგუფის ლიდერს არ გაეგზავნება კომენტარები ვიდეო პრეზენტაციების და დეტალებისთვის.
16. საერთაშორისო სამეცნიერო ლიდერები შეამოწმებენ და ქულას დაუწერენ თითოეულ ვიდეო პრეზენტაციას, მათი სპეციალობის მიხედვით და გააგზავნიან შედეგებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით
GTA-ის მენეჯმენტს.

სასკოლო კონკურსი "მე ციფრულ სამყაროში"

 

ფარის ინოვაციური ცენტრის ორგანიზებით დაიწყო სასკოლო კონკურსი "მე ციფრულ სამყაროში"

📣📣📣 კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ციფრული უნარების,STEM და STEAM განათლების შესახებ ცნიბიერების ამაღლება,სასკოლო ციფრული კლუბების ჩამოყალიბება და თანამშრომლობის კულტურის გაღრმავება.

💡💡💡💡 რას მოიცავს კონკურსი? - პირველ ეტაპზე,მონაწილეები შეისწავლიან WEB 2.0 ინსტრუმენტების გამოყენებას საკუთარ საქმიანობაში

💻💻💻 მეორე ეტაპზე გაეცნობიან STEM განათლების მიდგომებს

👨‍🔬👩‍🔬👨‍🔬👩‍🔬👨‍🔬👩‍🔬 მესამე,დასკვნით ეტაპზე მოამზადებენ საკუთარ ნამუშევრებს თემაზე "მხატვრის სამყარო" და წარადგენენ სამეცნიერო პიკნიკზე,რომელიც კონკურსის დასასრულს მოეწყობა.

🏆🏆🏆🏆 ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით.

🎁🎁🎁 ამ ეტაპზე კონკურსში ჩაერთო 7 სკოლის 25 მოსწავლე

👫👫👫👫 📣📣📣📣თუ შენც დაინტერესდი კონკურსით,შეგიძლია მოგვწეროთ და ჩვენ უზრუნვევყოფთ თქვენს ჩართულობას პროექტით განსაზღვრულ აქტივობებში.

551 09 90 60

განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსი იწყება

 


🎉 თუ ხარ ახალგაზრდა, ან წარმოადგენ ახალგაზრდულ ორგანიზაციას არ გამოტოვო “განვითარების ფონდის” საინფორმაციო შეხვედრები!

🙌 შემოდი ზუმში, დასვი შეკითხვები და მიიღე პასუხები საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით ფონდის გუნდისგან.

📍 საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება ინდივიდუალურად საქართველოს 10 რეგიონში, ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ზუმის მეშვეობით.

🔗 დასასწრებად ეწვიე ბმულს: bit.ly/2YJkvWv

🔗 საინფორმაციო შეხვედრების განრიგი: http://bit.ly/2O7izFi