სოციალური მეწარმეობისა STEAM კომბინირებული ქართული პლატფორმის პროექტის ჰაკათონის ფარგლებში თითოეულ ნაკადში წარმოდგენილი გუნდებიდან რობოტიქსის მიმართულებით გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი მონაწვეულია რობოტიქსის მე-14 საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც გაიმართება 2021 წლის 8-11 აპრილს თურქეთში.
რუსთავის მე-8 სკოლის გუნდი თურქეთშია მიწვეული
მესამე ნაკადის მიღება
პანდემიის მიუხედავად სიქა აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას. ამ ეტაპზე ონლაინ სივრცეში.
რუსთაველ მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევთ (გადასახადის გარეშე) შეხვდნენ დამფინანსებლებს, შესაძლო მხარდამჭერებს, საჯარო დაწესებულებების და სოციალური საწარმოების წარმომადგენლებს. გაიგონ როგორ მიიღონ მონაწილეობა კონკურსებსა და შეჯიბრებში. როგორ გადადგან პირველი ნაბიჯი, როგორც სოციაურმა მეწარმეებმა და პროექტების წარმდგენებმა. ამ საკითხებზე 14-18 წლის მოსწავლეები ჰაკათონის ფორმატში ორი დღე მუშაობენ. ბოლოს კი საპროექტო იდეებს ამუშავებენ და წარადგენენ.
პროექტს SESteam აფინანასებს ახალგაზრდობის სააგენტო, მილიონიანი ფონდის გრანტის ფარგლებში. სიქა იწვევს მესამე ნაკადზე რუსთაველ მოსწავლეებს.
https://forms.gle/jRECppdfVPhHriSs9
რეგისტრაციისთვის.
ნახეთ მეტი ინფორმაცია http://sesteam2020.blogspot.com
ვებინარი: კრეატიული კოდირების ღია და უფასო პლატფორმა SCRATCH
👉 Covid-19 - ის პანდემიის პირობებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ერთი მხრივ, ხარისხიან ღია საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომის საკითხი, ხოლო, მეორე მხრივ, მათი გამოყენების შესაძლებლობები.
➡ სკოლა-ლაბის პროგრამა აგრძელებს ვებინარების სერიას და წარმოგიდგენთ ვებინარს: "რა არის და როგორ გამოვიყენოთ კრეატიული კოდირების ღია და უფასო პლატფორმა SCRATCH."
🟠სკოლა-ლაბის ვებინარი განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლებისთქვის ე.წ. ისტ-ის მასწავლებლებისთვის.
ℹScratch–ი კრეატიული კოდირების ღია და უფასო პლატფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა ასაკის ბავშვს ციფრულად დაამზადონ და გაავრცელონ საკუთარი ისტორიები, თამაშები თუ ანიმაციები. პლატფორმა ბავშვებს ეხმარება შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის უნარების და სხვა ე.წ. 21-ე საუკუნის კომპეტენციების განვითარებაში. უკვე ასობით ათასი განმანათლებელი სხვადასხვა დისციპლინებში აქტიურად იყენებს პლატფორმას საკლასო ოთახში თუ მის მიღმა, Scratch-ი მასაჩუსეტის ტექნოლოგიების ინსტიტუტის (MIT) მედია კლუბის პროექტია, რომელსაც Lifelong Kindergarten Group–ი ახორციელებს.
👨💻 ვებინარს გაუძღვება ლუკა ყანჩელი - სკოლა-ლაბის ახალგაზრდა მკვლევარი.
⌚ვებინარი გაგრძელდება 1 საათის განმავლობაში.
🔗ვებინარის ბმული ღიაა და არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას: 🔗 https://us02web.zoom.us/j/84456169353
5-6 დეკემბერს მეორე ჰაკათონია
- ელჯიემი L.G.A.M. - მილენიუმი;
- ფენიქსის ორდენი - Phoenix orden - #11 საჯარო სკოლა;
- ატომი - #20 საჯარო სკოლა;
- თავისუფალი თაობა - #22 საჯარო სკოლა;
- ბოტები - #5 საჯარო სკოლა;
- რობოტესტე - #4 საჯარო სკოლა;
- სტელა - #20 საჯარო სკოლა;
- skillsteam - #8 საჯარო სკოლა;
- ალმანი - #8 საჯარო სკოლა;
- მომავლის თაობა- #9 საჯარო სკოლა.
სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო კონკურსი უფროსკლასელთათვის





ჰაკათონების მეორე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
გუნდში უნდა იყოს 3 მოსწავლე (14-18 წლის, აუცილებლად ორივე სქესის წარმომადგენელი) და ახალგაზრდა მასწავლებელი ან ლიდერი (29 წლის ჩათვლით).
იხილეთ სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/jRECppdfVPhHriSs9
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მილიონიანი ფონდის ფარგლებში.
პროექტის მიზანი: რუსთავში მცხოვრებ უფროსკლასელ მოსწავლეებს შეექმნებათ შესაძლებლობა მიიღონ არაფორმალური განათლება სოციალური მეწარმეობის, ტექნოლოგიური და STEAM მიმართულებით.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ქ. რუსთავის სკოლების 14-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეების გუნდებს.
ჰაკათონის ფორმატის ღონისძიება მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გუნდურად იმუშაონ, შექმნან პროგრამა, აამოქმედონ რობოტები, იფიქრონ პრობლემურ საკითხებზე;
წარმატებულ გუნდებს გაეწევათ რეკომენდაცია საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.
599556234 პავლე თვალიაშვილი - პროექტის დირექტორი
599 232 737 ანა მელაშვილი - პროექტის კოორდინატორი