სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო კონკურსი უფროსკლასელთათვის

 

ბრილიანტის გამოწვევა ყველა უფროსკლასელს გიწვევთ სოციალური მეწარმეობის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. თუ აკმაყოფილებთ მოცემულ კრიტერიუმებს, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი სოციალური ბიზნეს იდეა 8 იანვრამდე და მოიპოვეთ ფულადი ჯილდო.

გუნდის კრიტერიუმები:

👩‍💻👨‍💻
2, 3 ან 4 მოსწავლე (14-დან 18 წლამდე)
👩‍💼
ერთი მრჩეველი (21 წლის ან მეტის)
🚀
გაქვთ ისეთი იდეა, რომელიც საზოგადოების/გარემოს პრობლემის გადაჭრას ემსახურება

✅
კონკურსის ყველა საფეხურზე მონაწილეობა უფასოა.

გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:


ჰაკათონების მეორე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

სიქა აცხადებს რუსთავის სკოლების მოსწავლეთა გუნდების რეგისტრაციას პროექტში "სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული ქართული პლატფორმა უფროსკლასელებისთვის" მეორე ნაკადზე.

გუნდში უნდა იყოს 3 მოსწავლე (14-18 წლის, აუცილებლად ორივე სქესის წარმომადგენელი) და ახალგაზრდა მასწავლებელი ან ლიდერი (29 წლის ჩათვლით). 

იხილეთ სარეგისტრაციო ბმულიhttps://forms.gle/jRECppdfVPhHriSs9
პროექტი დაფინანსებულია საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს მილიონიანი ფონდის ფარგლებში. 

პროექტის მიზანი: რუსთავში მცხოვრებ უფროსკლასელ მოსწავლეებს შეექმნებათ შესაძლებლობა მიიღონ არაფორმალური განათლება სოციალური მეწარმეობის, ტექნოლოგიური და STEAM მიმართულებით. 

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ქ. რუსთავის სკოლების 14-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეების გუნდებს. 

მოსწავლეები ნოემბერსა და დეკემბერში 2 შაბათ-კვირას  მთელი დღის განმავლობაში გაივლიან მომზადებას სოციალურ მეწარმეობასა და რობოტიკსში. 
ჰაკათონის ფორმატის ღონისძიება მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გუნდურად იმუშაონ, შექმნან პროგრამა, აამოქმედონ რობოტები, იფიქრონ პრობლემურ საკითხებზე;

შექმნან და წარდგინონ სოციალური საწარმოს მოდელები. 
წარმატებულ გუნდებს გაეწევათ რეკომენდაცია საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. 

ერთი სკოლიდან რამდენიმე გუნდის წარმოდგენის შემთხვევაში შერჩევისას ყურადღება მიექცევა გუნდის მოტივაციას. 

შინაარსობრივი მხარდაჭერა - ამერიკის შეერთებული შტატების დელავერის უნივერსიტეტი.

საკონტაქტო ინფორმაცია: 
599556234 პავლე თვალიაშვილი - პროექტის დირექტორი
599 232 737 ანა მელაშვილი - პროექტის კოორდინატორი

საგრანტო კონკურსი

 


ლტოლვილთა დანიის საბჭო (ლდს) იწვევს საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს, ასევე დამწყებ ბიზნესებს და/ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო-ები) საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად.

საგრანტო კონკურსის მონაწილეობის მსურველებს უნდა გააჩნდეთ მკაფიო მიზნები სოციალური საწარმოს დაარსების ან სოციალური მეწარმეობის კონკრეტული მიმართულების განვითარების კუთხით საკუთარი ბიზნესის/საქმიანობის ფარგლებში. აღნიშნული საგრანტო კონკურსი ხორციელდება GIZ-ის მიერ დაფინანსებული პროექტის: სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების ზრდა მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მიზნით ფარგლებში.

STEM პოსტერების კონკურსის გამარჯვებულები



🚀 8 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „STEM პოსტერების კონკურსი“-ს გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბები იღებდნენ მონაწილეობას. კონკურსის ფარგლებში სულ შეირჩა 16 პოსტერი, რომელთა ავტორებმაც საბოლოო ღონისძიებაზე წარადგინეს თავიანთი იდეები.

⭕ კონკურსის შედეგად გამოვლინდა ორი გამარჯვებული კლუბი, რომელთაგანაც ერთი იყო საზოგადოების რჩეული, მეორი კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟიურის მიერ შერჩეული.

ხალხის რჩეული გახდა გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის N182 საჯარო სკოლის პოსტერი, ხოლო ჟიურის -გიმნაზია "შავნაბადა''-ს პოსტერი.

გამარჯვებულ კლუბებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან საჩუქრად გადაეცათ 3D პრინტერები, რომლებსაც თავიანთ სამომავლო საქმიანობაში აქტიურად გამოიყენებენ.

👉 აღნიშნული კონკურსი STEM-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იყო ორგანიზებული და მიზნად ისახავდა STEM   დარგის პოპულარიზაციას და მოსწავლეთა დაინტერესებას  ტექნოლოგიური, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მიმართულებებით. 

ვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/2TUn4md

#STEMDay #Iliauni #stemპოსტერები #stemსაერთაშორისოდღე



საგრანტო კონკურსი 18-29 წლის ახალგაზრდებისთვის


📣 საგრანტო კონკურსისთვის განაცხადები მიიღება 10 ნოემბრამდე❗️
👉 თუ ხარ 18-დან 29-წლამდე ახალგაზრდა და გაქვს სოციალური საწარმოს იდეა, მაშინ ეს პროექტი შენთვის არის !
🔴 შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა უნდა გაიგზავნოს ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: seag@mercycorps.ge
🔴 პროექტი: "სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში"
👉 დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე:
225-24-71 (Mercy Corps) ან 225-00-85 (ABCO Georgia)

სააპლიკაციო ფორმა

სოციალური საწარმოების სამი მაგალითი ABCO GEORGIA-ს გვერდიდან

 


💡იმისათვის, რომ უფრო ნათლად წარმოვიდგინოთ თუ როგორ მუშაობს სოციალური საწარმოს მოდელი, განვიხილოთ რამდენიმე სტარტაპის მაგალითი:

ქეისი 1️⃣ - პროდუქტის წარმოება: კომპანია „Bangura Bags“

სოციალური საწარმო ევროპელმა ახალგაზრდამ დააფუძნა აფრიკაში, სიერა ლიონეში. ორგანიზაცია აწაროებს ხელნაკეთ ჩანთებს, ასაქმებს ადგილობრივ ღარიბ მოსახლეობას. გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით აფინანსებს ადგილობრივ საავადმყოფოს. საწარმოო პროდუქციის შესაქმნელ მასალად იყენებს მეორად მასალებს, რითაც ატარებს გარემოს დაცვის მისიასაც, გარდა სოციალურისა. აღნიშნული ჩანთები დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში.

ქეისი 2️⃣ - სერვისის წარმოება: კომპანია „Specialisterne“

სოციალური საწარმო ახორციელებს ბიზნეს კონსულტაციებს, კომპიუტერული პროგრამირების განვითარებას და ტესტირებას, აგრეთვე მონაცემთა ბაზების შედგენას. იგი ასაქმებს აუტიზმის სპექტრის მქონე პირებს. კვლევებმა დაადასტრა, რომ აუტიზმის სპექტრის პირებს აქვთ განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციის უნარი მცირე დეტალების მიმართ. ეს მათ ხელს უწყობს სხვბზე უკეთ შეასრულონ რუტინული საქმე. კომპანიამ ეს ერთი შეხედვით ანტაგონისტური აქტივი გამოიყენა, როგორც მისი კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე. მოგება სრულად ხმარდება საერთაშორისო ქსელის განვითარებას. დღესდღეობით, კომპანიას დასაქმებული ჰყავს 1 მილიონზე მეტი აუტიზმის სპექტრის მქონე პირი მსოფლიოს 14 ქვეყანაში.

ქეისი 3️⃣- სათემო სერვისის წარმოება: კომპანია „NextDrop“

სოციალური საწარმო განთავსებულია ინდოეთში, ბანგალორეში. ინდოეთის ბევრ ქალაქს დღემდე აქვს სასმელი წყლის პრობლემა, მოსახლეობას წყალი დღეში 1 საათით მიეწოდება გაურკვეველი გრაფიკით. კომპანიამ მოსახლეობას შესთავაზა შეტყობინებების სერვისი, რა დროს მოვა წყალი და რა ვადით. მისი შემოსავლის წყაროა წყლის გამანაწილებელი კომპანიის მიერ გადახდილი მომსახურების გადასახადი, მოსახლეობის კომუნალური გადასახადიდან.

წყარო: Forbes Georgia

იხილეთ მეტი

#EU4Youth #SEAG #MercyCorps #ABCOGeorgia 

აარჩიეთ STEM პოსტერი

 


🚀 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ STEM-პოსტერების კონკურზე, რომელიც ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებისთვის იყო განკუთვნილი, აპლიკაციების მიღება დასრულდა
დღეიდან ჩვენი ფეისფუქ გვერდის მეშვეობით იწყება ხმის მიცემის ეტაპი, რომელიც იმოქმედებს კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენაზე
👉 საბოლოო ღონისძიება გაიმართება 8 ნოემბერს, 17:00 საათზე, სადაც მოსწავლეები გაეცნობიან STEM-ის ძირითად არსს, დაინახავენ აღნიშნული დარგის უპირატესობებს და წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს
⭕ ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, შეირჩევა 10 საუკეთესო პოსტერის ავტორი, რომლებიც 8 ნოემბერს ჟიურის წინაშე წარადგენენ თავიანთ იდეას და გამოვლინდება ორი გამარჯვებული კლუბი.
ხმის მიცემის პირობები:
🔺 საკუთარი ხმის დასაფიქსირებლად საჭიროა უბრალოდ გადმოხვიდეთ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის ფეისბუქ გვერდზე და მოიწონოთ თქვენი რჩეული ნამუშევარი.
🗣 ხალხის რჩეული ნამუშევარი იქნება ის, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ მოწონებას
📍 ხმის მიცემის ბოლო ვადა- 8 ნოემბერი, 12:00 საათი
ვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/2TUn4md

თვითმართული კურსი მათთვის, ვისაც სოციალური მეწარმეობა აინტერესებს

 


📣 წარმოგიდგენთ ონლაინ თვითმართულ კურსს "სოციალური ინოვაცია ცვლილებებისთვის"!
🔷კურსზე დეტალურად გაეცნობით ინოვაციის განმარტებას, მის საზღვრებს, დიფუზიასა და სასიცოცხლო ციკლს;
🔷კურსის ფარგლებში საშუალება გექნებათ გაეცნოთ სოციალური მეწარმეობის ფენომენს და სამეწარმეო როლს;
🔷კურსის მეშვეობით ასევე გაეცნობით ცვლილებების თეორიის კონცეფციასა და შედეგების ჯაჭვს”

კონკურსი 21-დან 35-წლამდე ახალგაზრდებისათვის


🏆
🎉 სოციალური ინოვაციების პლატფორმა აცხადებს სოციალური ინოვაციების კონკურსს.
🎯 კონკურსის მიზანია ინოვაციური იდეებისა და სამეწარმეო უნარების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა, თავიანთი ინიციატივების განხორციელებისა და განვითარების კუთხით.
💡 იდეები დაკავშირებული უნდა იყოს სოციალურ საკითხებთან, იყოს მდგრადი და გავლენა ჰქონდეს სოციალური პრობლემების გადაჭრაზე.
✅ კონკურსი ღიაა 21-დან 35-წლამდე ახალგაზრდებისათვის.
🔸კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია:
✔ განათლება;
✔ სიღარიბის დაძლევა;
✔ ადგილობრივი თემის გაძლიერება;
✔ გარემოსდაცვა;
ℹ დეტალური ინფორმაცია კონკურსისა და სარეგისტრაციო ფორმის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://socialinnovation.ge/competition-2-2/
📅 საკონკურსო იდეების წარდგენის ბოლო ვადაა: 2020 წლის 15 დეკემბერი.